როგორი წყლით უნდა მოამზადოთ ყავა გემრიელი რომ იყოს? | Allnews.Ge

როგორი წყლით უნდა მოამზადოთ ყავა გემრიელი რომ იყოს?

ყავის უამრავი სახეობა არსებობს და შესაბამისად უამრავი მომზადების წესი. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გემრიელი ყავის მომზადება სახლის პირობებშ გვინდა? - საუკეთესო ყავის მომზადებას ჩვენ გასწავლით.

ყავა მზადდება არა ონკანის, არამედ უქლორო სუფთა წყლისგან.

150 გრამი წყალი უნდა ჩაასხათ ვიწრო ყელიან ჟეზვეში. დავუმატოთ ცოტა მარილის კრისტალი და სურვილის შემთხვევაში შაქარი. წყლის გაცხელების შემდეგ, დაუმატეთ სავსე ჩაის კოვზი ყავა. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, ყავამ არ უნდა იდუღოს. თითქმის ადუღებამდე მიყვანილი გადმოდგით, რამდენიმე წამის შემდეგ, კი ისევ დადგით ქურაზე და ასე გაიმეორეთ ზედიზედ 3-ჯერ. ქურიდან საბოლოოდ გადმოდგმული ყავა გააჩერეთ ნახევარი წუთი და შემდეგ დაასხით ფინჯანში. ახლა უკვე შეგიძლიათ მიირთვათ სწორად შერჩეული და წესების დაცვით მომზადებული უგემრიელესი ყავა.

იხილეთ გადაცემა სრულად

myquiz