ყავა და დიეტა - 20 ჩვევა, რაც სახის კანს ანადგურებს | Allnews.Ge

ყავა და დიეტა - 20 ჩვევა, რაც სახის კანს ანადგურებს

ხანდახან თავის მოვლისთვის დრო აღარ გვრჩება ან ისეთ ფაქტორებს არ ვითვალისწინებთ, რაც ჩვენსავე გარეგნობაზე უარყოფითად აისახება.

Good House Keeping გვთავაზობს იმ მავნე ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში ღრმად ფესვგადგმულია და კანს ნელ-ნელა გვანაგდურებს:

1. ბევრი ქლორი წყალში - დაბანის შემდეგ, ქლორი კანში მჭიდროდ ჯდება და მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია, თუ განსაკუთრებით ეფექტურ საპონს არ გამოვიყენებთ.

2. მაკიაჟით ძილი - მაკიაჟით დაძინების შემთხვევაში კანის ფორებში ინფექცია ვრცელდება, რადგან ისინი მთელი დღის განმავლობაში ბინძურდება. მაკიაჟით ძილი აკნეს იწვევს.

3. ყავის მოხმარება - ყავა მშრალ კანზე ნაოჭების პირველი გამომწვევია. ამის შეჩერება დიდი რაოდენობის წყლის მიღებითაა შესაძლებელი.

4. მუწუკების წვალება - ამით ბაქტერიებს კანში უფრო და უფრო ღრმად ჩაიტანთ, რაც უარეს შედეგებამდე მიგიყვანთ.

5. სადილის გამოტოვება - ეს კანის გამოშრობასა და მალე დაბერებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ისეთი პროდუქტების მიღებას უნდა ეცადოთ, რომლებიც C, B3, E და A ვიტამინებს შეიცავს (ფორთოხალი, მიწის თხილი, ავოკადო და ტკბილი კარტოფილი).

6. ცხელი შხაპი - თუ შხაპის მიღება ცხელი წყლით გიყვართ და თანაც აბაზანაში დიდ დროს ატარებთ, ეს თქვენს ეპიდერმისს ძალიან აზიანებს. ამ დროს კანი გიშრებათ და გექერცლებათ, რისი გამოსწორებაც რთულია. შხაპის მიღების დროს შეატყობთ თუ არა, რომ კანი გაგიწითლათ, აბაზანის მიღება მაშინვე დაასრულეთ.

7. ბევრი კოსმეტიკური პროდუქტის მოსინჯვა - როდესაც კოსმეტიკის მაღაზიაში შედიხართ და პროდუქციას არჩევთ, ჯობს, ის ხელზე მოსინჯოთ, ვიდრე სახეზე, რათა ალერგიული რეაქცია აირიდოთ თავიდან.

8. არასაკმარისი წყლის მიღება - გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღება დაბერების პროცესს ანელებს, ის კანს უფრო ელასტიურსა და გლუვს ხდის.

9. ტელეფონზე საუბარი - თუ ტელეფონზე დიდხანს საუბრობთ, შესაძლოა, ლოყაზე გამონაყარი გაგიჩნდეთ. მობილური ტელეფონის ზედაპირზე ათასობით მიკრობი ცხოვრობს, ამიტომ, თან ანტიბაქტერიული ხელსახოცი იქონიეთ.

10. თმისთვის განკუთვნილი პროდუქციის სახის კანზე მოხვედრა - როდესაც თმის სპრეის ისხამთ, ეცადეთ, რომ კანზე არ მოგხვდეთ.

11. ჭუჭყიანი სათვალის ტარება - თუ სათვალე თქვენი განუყრელი აქსესუარია, ანტიბაქტერიული ხელსახოცითაც უნდა გაწმინდოთ ხოლმე, რადგან ცხვირზე მოხვედრისას ბაქტერიებს ფორებში ჩაიტანს და კანი გაგიღიზიანდებათ ან გამონაყარი გაგიჩნდებათ.

12. პერიოდული დიეტა - თუ თქვენი წონა არასტაბილურია, ეს კანზეც აისახება, რადგან წონაში პერიოდულად მომატება და შემდეგ სწრაფი კლება კანზე ჩაზნექილობებს აჩენს.

13. ძილის ნაკლებობა - რეკომენდებულია, რომ 8 საათის განმავლობაში გეძინოთ, რათა ჯანმრთელი და შრომისუნარიანი იყოთ. ძილის ნაკლებობა კანზე პრობლემებს აჩენს.

14. გაზიანი სასმელების მიღება - გაზიანი სასმელების მიღება დეჰიდრატაციას იწვევს.

15. ცვილის ხშირად გამოყენება - მისი ხშირად გამოყენებით კანი ზიანდება, ამიტომ აღნიშნული პროცედურის სამ კვირაში ერთხელ ჩატარება სჯობს.

16. ბალიშის ჭუჭყიანი შემოსაკრავი - ცხადია, მას ყოველთვის ცვლით, თუმცა უფრო ხშირად შეცვალეთ. ღამით თქვენი კანი ტოქსინებსა და ბაქტერიებს გამოყოფს, რომლებიც ბალიშის გადასაკრავზე რჩება. ეცადეთ, რომ ის კვირაში ორჯერ შეცვალოთ.

17. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება - ეს კანში ჩამჯდარ კოლაგენს აზიანებს და დეფორმაციას იწვევს, ამიტომ კანფეტები და ტკბილეული ხილითა და წვენებით ჩაანაცვლეთ.

18. მოწევა და პასიური მოწევა - თუ გგონიათ, ნაადრევად მხოლოდ მწეველების კანი ბერდება, ცდებით, რადგან სახეზე სიგარეტის კვამლის მუდმივად მოხვედრა კანზე უარყოფითად აისახება.

19. დიდი რაოდენობით (მძიმე) მაკიაჟი - ხანდახან კანი დაასვენეთ და სუნთქვის საშუალება მიეცით. ფორები მუდმივად დაბინძურებულია, როცა მაკიაჟს ყოველდღიურად ვიკეთებთ. გარდა ამისა, მუდმივი მაკიაჟი პიგმენტური ლაქების გაჩენას უწყობს ხელს.

20. ალკოჰოლის მიღება - ღვინო, ლუდი, ლიქიორი, არაყი... ისინი კანის დეჰიდრატაციას იწვევს და კანს აშრობს.

myquiz