ინდოელი ბიზნესმენი საკუთარ თანამშრომლებს ყოველ წელს ავტომობილებს და ბინებს ჩუქნის | Allnews.Ge

ინდოელი ბიზნესმენი საკუთარ თანამშრომლებს ყოველ წელს ავტომობილებს და ბინებს ჩუქნის

ალმასების ინდოელმა მაგნატმა საკუთარ თანამშრომლებს ბონუსების სახით, ასეულობით ავტომობილი და ბინები აჩუქა.

სავჯი დოლაკიამ, რომლის კომპანია Hari Krishna Exports-ი ქალაქ სურატში ალმასების ექსპორტით არის დაკავებული, განაცხადა, რომ ინდუისტური ფესტივალის დივალის აღსანიშნავად საკუთარ თანამშრომლებს 1260 ავტომობილს, 400 ბინას და ძვირფასეულობას აჩუქებს.

"ჩვენი მიზანია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს საკუთარი სახლი და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ მათ ავტომობილები, სახლები და ძვირფასეულობა", - განუცხადა სააგენტო "ფრანს-პრესს" Hare Krishna Exports-ის მფლობელმა.

მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი ანაზღაურება ბოლო 5 წლის მანძილზე წარჩინებული და თავდადებული შრომისთვის.

ამისთვის კომპანია დაახლოებით, 7 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. სულ კომპანიაში 5500 ადამიანი მუშაობს, თუმცა რამდენი მათგანი დაჯილდოვდება ამ წელს, უცნობია.

ინდოეთში Diwali-ს ფესტივალის ფარგლებში თანამშრომლებს ყველა ხელმძღვანელი ასაჩუქრებს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ეს ინდური ტკბილეულობის შეკვრებია. დოლაკია ძვირადღირებულ საჩუქრებს 2012 წლიდან არიგებს. 2014 წელს ხელგაშლილმა ხელმძღვანელმა საკუთარ თანამშრომლებს 491 ავტომობილი და 207 ბინა აჩუქა.

კომპანია Hare Krishna Exports-ი ალმასების ექსპორტის სფეროში ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. ის ალმასების ექსპორტს 75 ქვეყანაში ახორციელებს.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით.

myquiz