ამ პროდუქტებით გულის დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი | Allnews.Ge

ამ პროდუქტებით გულის დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი

კარდიოვასკულური დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია, ხშირად კი მათი გამომწვევი მიზეზი არასწორი კვება, სტრესი და გადატვირთული გრაფიკია.

გულის დაავადებები ქოლესტერინის მომატებასა და სისხლის წნევასთანაც არის კავშირში. ექიმები გვთავაზობენ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

1. მწვანე ბოსტნეული

მწვანე ბოსტნეული, როგორიც ისპანახი, სალათის ფურცლები, ოხრახუში და მათი მსგავსი პროდუქტები გულის დაავადებები რისკს ამცირებს, რადგან ნაკლებ ცხიმს შეიცავს და მაგნიუმით, კალციუმითა და კალიუმით არიან გამდიდრებულები. ისინი გულის ფუნქციონირებას აუმჯობესებენ და კარდიოვასკულურ რისკებს 11%-ით ამცირებენ.

2. შვრია

გარდა იმისა, რომ შვრიით საუზმობა ენერგიით გვავსებს, ჩვენს გულსაც ძალიან წაადგება. შვრია ბეტა გლუკანს შეიცავს, რომელიც ხსნადი ბოჭკოა და ცხიმების წვას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ორგანიზმში ნაკლები ქოლესტერინი რჩება.

3. მთლიანი, დაუფქველი მარცვლეული

საუზმეზე მათი მიღება ვიტამინ E-ს მიღების ტოლფასია, ამიტომ მიირთვის ხშირად.

4. სოიო

დღეს ბაზარზე სოიოს მარცვლები ხელმწისაწვდომია და თუ გულის პრობლემები გაწუხებთ, ხორცის სოიოთი ჩანაცვლება საუკეთესო გამოსავალია.

5. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი ყველაზე ჯანსაღი ზეთია. თუ დიეტაზე ყოფნას გადავწყვეტთ, მისი მიღება ენერგიის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება და გულის ფუნქციონირებასაც გააუმჯობესებს. მისი სადილის მომზადებისას გამოყენებაც კარგი არჩევანი იქნება.

6. პომიდორი

ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს და არაჩვეულებრივი სისხლის გამწმენდია. სწრაფი კვების ობიექტებში კეტჩუპის შეძენის ნაცვლად, მისი სახლში მომზადება უკეთესი იდეაა.

7. ვაშლი

მოიწყეთ „ვაშლის დღე,“ ის დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, რაც სისხლისთვის ძალიან სასაგებლოა. მიირთვით ვაშლი დილით, მარცვლეულთან ერთად და როდესაც წახემსება მოგინდებათ, დაივიწყეთ ორცხობილა, რადგან ვაშლი გემრიელი და თანაც სასარგებლოა.

8. ნუში

ის ქოლესტერინის დაბალი შემცველობით გამოირჩევა და თანაც გულის დაავადებების რისკს ამცირებს. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობის მაგნიუმ, რკინა, ცინკი და ვიტამინ B17-ია.

9. წითელი ღვინო

წითელი ღვინის ზომიერად მიღება გულისთვის სასარგებლოა, რადგან ფლავანოიდების შემცველია და მასში შაქარი დამატებული თითქმის არ არის, რასაც სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე ვერ ვიტყვით.

myquiz