არქეოლოგებმა პეტრაში უძველესი მონუმენტი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

არქეოლოგებმა პეტრაში უძველესი მონუმენტი აღმოაჩინეს

იორდანიის უძველეს ქალაქ პეტრაში ცერემონიების დარბაზი აღმოაჩინეს.

მიწის ქვეშ მოქცეული მონუმენტის აღმოჩენა უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

სატელიტისა და დრონის მიერ გადაღებული ფოტოების საშუალებით, არქეოლოგებმა მონუმენტის მიახლოებითი ზომის დადგენაც შეძლეს. არქეოლოგების თქმით, ორ საუკუნოვანი საველე მუშაობის მიუხედავად, პეტრასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი.

გათხრების შედეგად ნაპოვნი ჭურჭელი ცხადყოფს, რომ მონუმენტი 2150 წლისაა.

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

პეტრას, რომელიც პრეისტორიული ხანის შემდეგ დასახლებულ ადგილად ითვლება, ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა

myquiz