71 წლის წინ დაკარგული საფულე მეპატრონეს დაუბრუნეს | Allnews.Ge

71 წლის წინ დაკარგული საფულე მეპატრონეს დაუბრუნეს

აშშ-ის ნევადას შტატში ლარი სლოუნმა და მისმა მეუღლემ ძველი თეატრის შენობა შეისყიდეს და მისი კინოთეატრად გადაკეთების მიზნით, სარემონტო სამუშაოები დაიწყეს. რესტავრაციის დროს მათ შენობის ერთ-ერთ ნაწილში ძველი საფულე აღმოაჩინეს.

საფულეში 1944 წლის კალენდარი, მარკები, ფოტოები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იყო განთავსებული.

"თავდაპირველად მეგონა, რომ ის ბავშვის საფულე იყო. თუმცა, არ მეგონა, რომ იგი ასეთი ძველი იქნებოდა", - აღნიშნა ლარი სლოუნმა.

როგორც აღმოჩნდა საფულე 85 წლის კლეარ მაკინტოშს ეკუთვნოდა, რომელიც დღესაც ცოცხალია. წყვილმა 71 წლის წინ დაკარგული საფულე მეპატრონეს უკვე დაუბრუნა.

myquiz