ამერიკაში პენისის პირველი ტრანსპლანტაცია იგეგმება | Allnews.Ge

ამერიკაში პენისის პირველი ტრანსპლანტაცია იგეგმება

ამერიკაში პენისის პირველი ტრანსპლანტაცია იგეგმება. ოპერაციას კონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმები გაუძღვებიან, პაციენტი კი ავღანეთის ომის ვეტერანი იქნება, რომელმაც სასქესო ორგანო ბომბის აფეთქების შედეგად დაკარგა.

თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, პაციენტი ფუნქციონირებად ორგანოს მიიღებს, რომლის საშუალებითაც ნორმალურად მოშარდვასა და სექსით დაკავებას შეძლებს.

ოპერაციის ჩატარებისთვის ექიმები შესაფერის დონორს ელიან. დონორი უნდა იყოს ახლახანს გარდაცვლილი მამაკაცი იმავე ასაკითა და კანის ფერით. დონორის ნათესავებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ თანხმობა მისი პენისის ამპუტაციაზე.

ტრასპლანტაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევეაში შედეგად მსგავს ოპერაციებს შესთავაზებენგენეტიკური დეფექტის, ტრამვის ან ტრანსგენდერული სექსუალობის მქონე ადამიანებს.

მსოფლიოში პენისის ტრანსპლანტრაციის პირველი წარმატებული ოპერაცია 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. 2006 წელს მსგავსი ფაქტი ჩინეთშიც მოხდა, თუმცა, პაციენტმა "ფსიქოლოგიური შეუთავსებლობის" გამო 10 დღეში ორგანოს ამპუტირება მოითხოვა.

myquiz