ჯანმო-ს ხელმძღვანელი- კორონავირუსის დამარცხების საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს და შესაძლოა არც მომავალში გაჩნდეს | Allnews.Ge

ჯანმო-ს ხელმძღვანელი- კორონავირუსის დამარცხების საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს და შესაძლოა არც მომავალში გაჩნდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ არ არსებობს საშუალება, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემას მყისიერად გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს.

"რამდენიმე ვაქცინაზე კლინიკური ცდების მესამე ფაზა მიმდინარეობს და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ გვექნება ეფექტური ვაქცინები, რომელიც ადამიანებს ვირუსის პრევენციაში დაეხმარება. მაგრამ ამ დროისთვის ვერცხლის ტყვია არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს,"- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 18 272 018 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 469 863 და დაღუპულია 693 587 ადამიანი.

myquiz