ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა | Allnews.Ge

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სააგანეტოს ცნობით, რეგიონში კოვიდ 19-ს, საერთო ჯამში, 200 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"როიტერსი" წერს, რომ ლათინურ ამერიკაზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ი ცხოვრობს, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების გლობალური შემთხვევების თითქმის 30% მოდის.

რეგიონში ყველაზე მეტად ბრაზილია დაზარალდა, სადაც კოვიდ 19-ის 2.73 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 94 000-ს აჭარბებს.

მექსიკა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 439 046 და გარდაცვალების 47 746 შემთხვევაა დადასტურებული ფატალური შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში.

კოვიდიფიცირებულთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა პერუში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 19 000-ზე მეტია. კოლუმბიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 300 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 000-ს აჭარბებს. რაც შეეხება არგენტინას, ქვეყანაში კოვიდიფიცირებულთა რაოდენობა 201 919-ია, დაღუპულთა რიცხვმა კი 3 648-ს მიაღწია.

myquiz