რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება და პირველ რიგში ექიმებსა და მასწავლებლებს აცრიან | Allnews.Ge

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება და პირველ რიგში ექიმებსა და მასწავლებლებს აცრიან

რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა.

მისივე თქმით, "კოვიდ-19"-ზე პირველ რიგში მედპერსონალი და პედაგოგები აიცრებიან.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. როგორც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა CNN-თან განაცხადეს, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის აგვისტოში დამტკიცდეს.

myquiz