ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის | Allnews.Ge

ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის

კორონავირუსით ოდესმე ყველა დაინფიცირდება, ასე რომ, მზად იყავით ამისთვის, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა.

"ვიცოდი, რომ ოდესმე დავინფიცირდებოდი, ვფიქრობ საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება. რისი გეშინიათ? მზად იყავით,"- აღნიშნა ბოლსონარუმ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გუშინ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ვირუსმა ფილტვები დაუზიანა, რის გამოც ანტიბიოტიკებით მკურნალობას განაგრძობს.

myquiz