გამანადგურებელი წყალდიდობა ჩინეთში- ნახეთ სტიქიური უბედურების ამსახველი ფოტომასალა | Allnews.Ge

გამანადგურებელი წყალდიდობა ჩინეთში- ნახეთ სტიქიური უბედურების ამსახველი ფოტომასალა

ჩინეთის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც წყალდიდობას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ათობით მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა.

წყალდიდობამ ასობით სახლი გაანადგურა, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა და თავშესაფარში გადასულიყო.

საერთო ჯამში, სტიქიურმა უბედურებამ ჩინეთის 24 პროვინციაში 23 მილიონი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა. წყალდიდობას სულ 31 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დღეებში, სოციალურ მედიაში სტიქიური უბედურების ასობით ფოტო გავრცელდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

myquiz