რუსეთში კორნავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა | Allnews.Ge

რუსეთში კორნავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 674 515-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 168 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 027-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში "კოვიდ 19"-ისგან 447 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

myquiz