დონალდ ტრამპი - მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიისა და კულტურის განადგურება სურთ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიისა და კულტურის განადგურება სურთ

მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიისა და კულტურის განადგურება სურთ- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში, რაშმორის მთის მემორიალთან გაიმართა.

ტრამპმა მათ, ვინც კონფედერატი ლიდერების ძეგლებს ანადგურებენ "გაბრაზებული ყაჩაღები," ანტირასისტულ დემონსტრაციებს კი "ისტორიის განადგურებისკენ" მიმართული კამპანია უწოდა.

"ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი ისტორიის განადგურებისკენ, ჩვენი გმირების შეურაცხყოფისკენ, ჩვენი ღირებულების ამოშლისკენ. არსებობს ახალი მემარცხენე ფაშიზმი, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურ თავდადებას. თუ არ ლაპარაკობთ მის ენაზე, არ ასრულებთ მის რიტუალებს და არ მიჰყვევით მის მცნებებს, მაშინ თქვენ იქნებით ცენზურის, გაძევების, შავ სიაში მოხვედრის, დევნისა და დასჯის ობიექტი. ჩვენთან ეს არ მოხდება ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა რაშორის მთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ დაკოტას ეს მნიშვნელოვანი ადგილი მუდამ დარჩება ამერიკელი ხალხის წინაპრების სამარადისო პატივისცემის ნიშანად. "ეს ძეგლი მუდამ იდგება, როგორც ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი თავისუფლების სამარადისო პატივისცემის ნიშანი. ეს ძეგლი არასდროს წაიბილწება, ამ გმირების სახელს ვერასდროს გაუტეხენ,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

myquiz