გერმანიაში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა- ხორცის საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა | Allnews.Ge

გერმანიაში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა- ხორცის საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

გერმანიაში, გიუტერსლოჰში, კორონავირუსი ხორცის დამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ტესტი ჯერჯერობით საწარმოს 1000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. ახალი კლასტერის გამო ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ხელისუფლებამ რეგიონში სკოლები და ბაღები დროებით დახურა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის 187 764 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 8 856-ია.