გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 168 მოხალისეზე გამოცდა იწყება | Allnews.Ge

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 168 მოხალისეზე გამოცდა იწყება

გერმანიის ვაქცინებისა და ბიომედიცინის ფედერალურმა ინსტიტუტმა გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია CureVac-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის უფლებამოსილება მიანიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, კომპანია ვაქცინის გამოცდას 168 ჯანმრთელ მოხალისეზე იწყებს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 188 382 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 8 910 ადამიანი. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით გერმანია მე-10 პოზიციაზე დგას მსოფლიოში.