ბილ გეითსი - არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არაფერში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული, ასეთი ისტორიები უკიდურესად სულელურია | Allnews.Ge

ბილ გეითსი - არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არაფერში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული, ასეთი ისტორიები უკიდურესად სულელურია

ამერიკელი მილიარდერი და კომპანია "მაიქროსოფთის" დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის მიკროჩიპირების თაობაზე მის შესახებ "გავრცელებულ შეთქმულების თეორიას" უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

საქმე ეხება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა, ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით, კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

ბილ გეითსის თქმით, მისთვის ძნელია ამ გამონაგონის უარყოფა, რადგან ისინი "ასეთი სულელურია".

მედიასაშუალების ცნობით, მილიარდერმა უარყო უსაფუძვლო თეორიები მისი ბოროტული გეგმების შესახებ.

"არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არაფერში, რაც მიკრო ჩიპებთან არის დაკავშირებული. ძალიან ძნელია ასეთი ისტორიების უარყოფა, რადგან ისინი უკიდურესად სულელურია, ან უცნაური" , - განაცხადა ბილ გეითსმა გამოცემის ჟურნალისტებთან საუბარში.

myquiz