ამსტერდამის ხელისუფლება ახალგაზრდებს კრედიტის დაფარვაში დაეხმარება | Allnews.Ge

ამსტერდამის ხელისუფლება ახალგაზრდებს კრედიტის დაფარვაში დაეხმარება

ამსტერდამის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისინი ახალგაზრდებს საბანკო დავალიანების დაფარვაში დაემხარებიან, რათა მათ განათლების მისაღებად საკმარისი დრო დარჩეთ. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბოლო დროს ჰოლანდიელ სტუდენტებს შორის სესხის აღების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარა, რის გამოც ისინი ხშირად არიან გამოუვალ და კრიზისულ სიტუაციაში.

ამიტომ ამსტერდამის ხელისუფლებამ გადაწვიტა მათთვის სპეციალური პროგრამა წამოეწყო. პროექტი თებერვალში დაიწყება და დაეხმარება მათ, ვისაც განათლების მიღება და სამსახურის პოვნა სურს.

პროგრამის მიხედვით, ისინი ახალგარზდებს დავალიანებას სრულიად აუნაზღაურებენ და სტიმულისთვის 750 ევროს გადასცემენ. ამის შემდეგ სტუდენტებს ძველი კრედიტის ოდენობის თანხის გადახდა მუნიპალიტეტისთვის ეტაპობრივად შეეძლებათ, კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, სესხის დიდი ნაწილი გაუუქმდებათ.

ამასთანავე, სტუდენტებს სპეციალურ ტრენერებს გამოუყოფენ, რომლებიც მათ საჭირო რჩევებს მისცემენ და სესხის დაფარვის გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.

„კრედიტები დიდ სტრესს იწვევს, ახალგაზრდების ცხოვრებაზე კი ის განსაკუთრებით უარყოფითად აისახება და ისინი ხშირად მთელი ცხოვრება ვეღარ ახერხებენ თავის დაღწევას. ჩვენი მიზანია მათ მეორე შანსი მივცეთ,“- აცხადებს ამსტერდამის მერის მოადგილე მარჯოლინ მურმანი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჰოლანდიელი ახალგაზრდების 1/3-ზე მეტს საბანკო დავალიანება აქვს.

BPN.GE

myquiz