ამერიკა ორსულებისთვის ვიზების გაცემას ამკაცრებს | Allnews.Ge

ამერიკა ორსულებისთვის ვიზების გაცემას ამკაცრებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქე ოსრული ქალებისთვის ვიზების გაცემას ამკაცრებს. როგორც ადგილობრივი მედია თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით წერს, სწორედ ასე აპირებს ვაშინგტონი „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი ბავშვი, ვინც ამერიკაში იბადება, შტატების მოქალაქეობას იღებს.

„ეს ცვლილებები მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამშობიარო ტურიზმის დროს კანონის დარღვევის რისკების შემცირებაზე, ამ ინდუსტრიის გარშემო ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედებების ჩათვლით,” - აცხადებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ცვლილებები იმოქმედებს B ტიპის ამერიკულ ვიზებზე, რომლებიც გაიცემა მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზიტებისთვის. ახალი წესების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეეძლებათ უარი თქვან უცხოელზე ვიზის გაცემაზე, თუ თვლიან, რომ მას ესაჭიროება საკუთარი შვილის მიერ მოქალაქეობის ავტომატურად მიღება.

ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი ბავშვია დაბადებული შეერთებულ შტატებში, ამ დროისთვის არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ორგანიზაცია „მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მონაცემები, რომლის მიხედვით ყოველწლიურად აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 33 ათასი შვილი უჩნდებათ.

myquiz