ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად 98,5 მილიონი დოლარი გაიღო | Allnews.Ge

ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად 98,5 მილიონი დოლარი გაიღო

კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა 2019 წლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე 98,5 მილიონი დოლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა მან იმ ორგანიზაციებს შესწირა, რომლებიც უსახლკაროების მიმართულებით მუშაობენ.

მილიარდერის საქველმოქმედო ორგანიზაცია Bezos Day 1 Fund, რომელიც გასულ წელს დაარსდა, ორიენტირებულია კონკრეტულად უსახლკარო ადამიანების დახმარებაზე. მათივე ცნობით, წელს დახმარება 32 ჯგუფს გაეგზავნა 23 შტატიდან და მისი მოცულობა 1,25 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე განისაზღვრა.

გასულ წელს ჯეფ ბეზოსმა ამავე მიმართულებით ქველმოქმედებაზე 97,5 მილიონი დოლარი დახარჯა და თანხად 16 შტატის 24 ორგანიზაციას დაურიცხა.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება 109 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Bpn.ge

myquiz