Nutella-ს შოკოლადის დამზადებისთვის საჭირო თხილის ნაწილი თურქეთში მიგრანტი ბავშვების მიერ არის დაკრეფილი | Allnews.Ge

Nutella-ს შოკოლადის დამზადებისთვის საჭირო თხილის ნაწილი თურქეთში მიგრანტი ბავშვების მიერ არის დაკრეფილი

Nutella-ს შოკოლადის წარმოებაში მიგრანტი ბავშვები კანონის დარღვევით არიან დასაქმებულები. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

ყველასთვის ცნობილ და ბავშვებისათვის განსაკუთრებულად საყვარელ შოკოლად Nutella-ს 1965 წლიდან კომპანია Ferrero ამზადებს. შოკოლადის წარმოებაში საჭირო თხილის ¾-ს ისინი თურქეთისგან ყიდულობენ.

BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეისათვის თურქეთში თხილის შეგროვებაში ასობით მიგრანტი ბავშვია ჩართული, რომელთაც ფიზიკურად მძიმე სამუშაოს შესრულება და ზეგანაკვეთური შრომა უწევთ. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვნებს დღეში საშუალოდ 10-საათიანი სამუშაოს შესრულება უწევთ, რა დროსაც მათ თხილის მძიმე ტომრების გადატანა უხდებათ.

მიგრანტების უმეტესობა ქურთები არიან, რომლებსაც ყოველდღიური სამუშაოს სანაცვლოდ 15 აშშ დოლარზე ნაკლებს უხდიან. მედიასთან საუბრისას მცირეწლოვნები ამბობენ, რომ მათ მუშაობას მშობლები აიძულებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია Ferrero-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთთან სავაჭრო ხელშეკრულება აქვთ და რეგულაციები ამ შემთხვევაში სახელმწიფომ თავად უნდა დააწესოს.

bpn.ge

myquiz