"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება" | Allnews.Ge

"ხელკეტი წაქცეულ ბიჭს ისე მაგრად ჩაარტყა, რომ თავი გაუხეთქა" - სპეცრაზმით სასტიკად დარბეული აქცია და "მოსკოვის დიდი გამოფხიზლება"

ათასზე მეტი დაკავებული, ნაცემი, ОМОН–ის სპეცრაზმითა და გაწვრთნილი ძაღლებით დარბეული აქცია, დასისხლაინებული ადამიანები – ასეთი იყო გუშინდელი მოსკოვი, სადაც ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნით გამოვიდა.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო - საარჩევნო კომისიამ 30-მდე კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერის გაყალბება დაასახელა... ძალიან მალე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

იმავდროულად, მთავარმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ მოუწოდა. თავად ნავალნის ბრალი არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდების გავრცელებისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქცია მაინც ჩატარდა და ქალაქის ქუჩებში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ამას პოლიტიკოსები და ექსპერტები ელოდნენ.

novayagazeta.ru–ს მიმომხილველი იულია ლატინინა 27 ივლისის სასაკლაოს განმეორებას და ამ სცენარით მოვლენების გაგრძელებას ელოდება. მისი თქმით, "ახლა დაიწყება დაკავებების ახალი სერია, ტიტუშკები, კოლექტიური სისხლის სამართლის საქმეები, რადგან პუტინი მის წინააღმდეგობას არავის პატიობს..."

როგორც იცით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა კადრები თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ფიზიკურად მშვიდდობიან მომიტინგეებს.

27 ივლისის საღამოსვე ადგილობრივმა პოლიციამ ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემებზეც გაილაშქრა. ძალოვანი უწყების თანამმშრომლები Дожд-ში მაშინ შევარდნენ, როდესაც აქციიდან პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. მათ ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს ალექსანდრე პერეპოლოვის საგამოძიებო კომიტეტის უწყება გადასცეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ცესკო-ს მუშაობაში უშლიან ხელს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, დილით დაკავებული დამოუკიდებელი ოპოზიციონერი კანდიდატები ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი, იულია გალიამინა და ივან ჟდანოვი შუადღეს გაათავისუფლეს. კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლ, მიტინგის ორგანიზებისთვის 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ, ისინი მოსკოვის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ მოსახლეობაც შეუერთდა. საღამოს 8 საათისთვის სობოლი, გალიამინი, ჟდანოვა და იაშინი ისევ დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

"სპეცრაზმი და ОМОН-ი მათ გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას არ გვაძლევდა, წრეში მოგვაქცევდნენ, ჯაჭვს გააკეთებდნენ და წინწასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ"– წერს გამოცემის ჟურნალისტი.

novayagazeta.ru-ს ოპერატორი ილია აზარი, რომელიც 27 ივლისის დარბევის ღამეს დააკავეს და რამდენიმე საათი შემდეგ გაათავისუფლეს, წერს:

"ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მდე ადამიანთან ერთად ვიდექით, ჩვენ ყველა ერთად ვიძახდით, "სამართლიანი არჩევნები!" "შეგვეშვით!" ამ დროს წამოვიდა ჩვენინე სპეცრაზმი და ხელკეტები დაგვიშინა...

დავინახე, როგორ გარბოდნენ ახალგაზრდები, ერთ-ერთი ბიჭი დამამახსოვრდა, ის ძირს დაეგდოთ და თავში ურტყამდნენ. მისი გადაღება დავიწყე, რა დროსაც მომვარდნენ და გადაღების შეწყვეტა მიბრძანეს... შემდეგ, ორი ახმახი დამეძგერა და მანქანაში ჩამაგდო, გზაში მეუბნებოდნენ, ნუ ფართხალებთ, ხომ იცით, არაფერი გაგივათო... მე კი აქციაზე უამრავი, თავისუფლად მოაზროვნე და ბრძოლის ჟინით ანთებული ახალგაზრდა გავიცანი და მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთი აუცილებლად იქნება თავისუფალი".

იხილეთ გაგრძელება

myquiz