დონალდ ტრამპმა წონაში კიდევ მოიმატა - ექიმებს პრეზიდენტის ჭარბწონიანობა აშფოთებთ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა წონაში კიდევ მოიმატა - ექიმებს პრეზიდენტის ჭარბწონიანობა აშფოთებთ

აშშ-ს 72 წლის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო კვლევის შედეგებში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევა ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში ჩაიტარა, რომელსაც ექიმი შონ კონლი ხელმძღვანელობდა.

გასული წლის გამოკვლევის დროს დონალდ ტრამპი, რომლის სიმაღლე 190 სმ-ა, 108 კგ-ს იწონიდა. პრეზიდენტს, რომელსაც გულის პრობლემები აწუხებს, ურჩიეს, წონაში დაეკლო, თუმცა ამის ნაცვლად მან თითქმის 2 კგ მოიმატა და ახლა მისი წონა 110 კილოგრამია. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტმა დიეტისა და ვარჯიშის შესახებ ექიმების რჩევა არ გაითვალისწინა და ახლა მისი სხეულის მასის ინდექსი 30.4-ია, რაც სიმსუქნის მაჩვენებელია. ექიმები ამბობენ, რომ ჭარბმა წონამ, შესაძლოა, რაიმე დაავადების პროვოცირება მოახდინოს.

ამასთან, გამოკვლევის პარალელურად პრეზიდენტს ვაქცინაციაც ჩაუტარდა პნევმოკოკური ინფექციების (მენინგიტისა და პნევმონიის) და ჰერპესის წინააღმდეგ.

myquiz