იტალიიდან მიგრანტების გაძევება კიდევ უფრო მარტივდება - ახალი კანონი ძალაში შევიდა | Allnews.Ge

იტალიიდან მიგრანტების გაძევება კიდევ უფრო მარტივდება - ახალი კანონი ძალაში შევიდა

იტალიაში ულტრამემარჯვენე შს მინისტრის მიერ მომზადებული ანტისაიმიგრაციო დეკრეტი ძალაში შევიდა, ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

კანონის მიხედვით, მარტივდება ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება, ცხოვრების უფლების მიღება კი კიდევ უფრო რთულდება. დეკრეტს, სენატის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის 396-მა დეპუტატმა 99-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

"ბედნიერი ვარ, ეს ღირსშესანიშნავი დღეა", - განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრმა მატეო სალვინიმ.

კანონის მიღებას წინ უძღოდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადება გაეროს მიგრაციის პაქტისგან იტალიის დისტანცირების შესახებ. მისი თქმით, პარლამენტი "ბოლო სიტყვას იტყვის" და რომი რატიფიცირებისთვის კონფერენციას არ დაესწრება.

გარდა იმისა, რომ იზრდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეძლებენ მიგრანტები ქვეყნიდან გააძევონ, კანონის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეობა ჩამოართვას უცხოელს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება.

ასევე, იტალიის მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვის ვადა იზრდება და 2-ის ნაცვლად 4 წელი იქნება.

myquiz