რატომ ჩნდება კალიფორნიაში ხანძრები ყოველწელს და როგორ ებრძვიან ამჟამად მასშტაბურ სტიქიას? | Allnews.Ge

რატომ ჩნდება კალიფორნიაში ხანძრები ყოველწელს და როგორ ებრძვიან ამჟამად მასშტაბურ სტიქიას?

კალიფორნიაში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან, რამაც შტატის ისტორიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა კიდევ 13 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით ამ დროისთვის სულ მცირე 228 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. Camp Fire კი ზრდას განაგრძობს. შედეგად უკვე დაახლოებით 7200 შენობაა დამწვარი და 15 500 საფრთხის ქვეშაა.

ასევე ცნობილია, რომ ხანძრის გავრცელების არეალიდან 52 ათასი ადამიანია ევაკუირებელი, მათ შორის 1385 ამჟამად თავშესაფარში ცხოვრობს. ცეცხლმა კი 47 ათასზე მეტი ჰექტარი მიწა გადაწვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხანძრის ერთადერთი კერა არ არის, და მაშინ როდესაც შტატის ჩრდილოეთ ნაწილში Camp Fire გავრცელებული, სამხრეთ ნაწილს საფრთხეს Woolsey Fire უქმნის, რომელმაც სანაპირო კურორტი დააზარალა, მათ შორის მალიბუ. აქ ხანძრის შედეგად როგორც ცნობილია 2 ადამიანი დაიღუპა.

მთელს შტატში 250 ათასი ადამიანი გახდა იძულებული საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

როგორ დაიღუპნენ ადამიანები?

ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი გადამწვარ მანქანაში იპოვეს, როგორც ჩანს მათ სწრაფად მოძრავი ცეცხლი დაეწიათ.

"ძალიან საშიში იყო"- აღნიშნა ფარადაისის მერმა ჯოდი ჯონსმა CNN-თან საუბარში, როდესაც თავისი ოჯახის ევაკუაციის ამბავს ყვებოდა, - "საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდა, რომ აქედან გაგვეღწია. მანქანის ორივე მხარეს ცეცხლი იყო, ძალიან თავისუფლად შეგეძლოთ ხანძრის შედეგად მანქანაში შემოღწეული სიცხე გეგრძნოთ".

გარდაცვლილთა შორის ხნიერი ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და ადამიანები, რომლებმაც მარტივად დარჩენა გადაწყვიტეს ევაკუაციის მოთხოვნის მიუხედავად.

ოფიციალური პირების განმარტებით, ნანგრევებში გარდაცვლილთა პოვნას შეიძლება კვირები დასჭირდეს.

შტატის სამხრეთ ნაწილში ცენტრალური ლოს-ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით 64 კილომეტრის მანძილზე გავრცელებულმა შედარებით მცირე ზომის ხანძარმა Woolsey Fire-მ 34 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა და 117 შენობა გაანადგურა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების მალიბუში მდებარე მდიდრული აპარტამენტები.

იქვე არის ხანძრის მესამე და ყველაზე მცირე ზომის კერა Hill Fire, რომელიც ამ დროისთვის 1800 ჰექტარზეა გავრცელებული.

ისტორიულად კალიფორნიის ტყის ხანძარების სეზონი ზაფხულში იწყება და შემოდგომამდე გრძელდება, თუმცა ექსპერტების პროგნოზი რისკი ახლა მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. არსებობს მოსაზრებები, რომ ხანძრის კერები, რომლებიც 8 ოქტომბერს გაჩნდა კლიმატურ ცვლილებებსა და ამინდის პირობებს თანაბრად უკავშირდება.

დაბალმა ტენიანობამ, "სანტა ანას" ცხელმა ქარმა და გამომშრალმა ნიადაგმა, რაც ერთ-თვიანმა გვალვამ გამოიწვია, საკმაოდ ხელსაყრელი გარემო შექმნა ცეცხლის გასავრცელებლად.

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ტყის ხანძრები კალიფორნიაში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.
თუმცა საინტერესოა, მაშინ როდესაც ცეცხლის ლოკალიზებაში ჩართულია 10 ათასი მეხანძრე, 880 ერთეული სახანძრო ტექნიკა, 134 ბულდოზერი და14 ვერტმფრენი რატო ვერ ხერხდება მისი კონტროლს დაქვემდებარება და რატომ არის მსხვერპლთა რაოდენობა ასეთი მაღალი?

ამის მიზეზი პირველი რიგში გვიანი ზაფხულის ქარებია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ცეცხლში უფრო მეტად ამძაფრებს და ავრცელებს ასევე ჰაერს აშრობს და ხანძრისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

მიზეზთა შორის ასევე უნდა დასახელდეს კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული, რომლის დროსაც მცენარეთა დიდი ნაწილი გახმა, რომლებიც ახლა ცეცხლზე დასხმული ნავთივით მოქმედებს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კალიფორნიის მოსახლეობის პერმანენტული ზრდის პარალელურად, ადამიანები სახლებს ტყის ხანძრების გავრცელების მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაზე აშენებენ.

მოსახლეობის ზრდის შესახებ ჩატარებულ 2014 წლის კვლევაში ნათქვამი, რომ 2050 წლისთვის დაახლოებით 645 ათასი სახლი იქნება "ძალიან მაღალი რისკის" ზონაში. უკვე ახლა სულ უფრო მზარდი რაოდენობის სახლი და ნაგებობა იდგმება ტყის ხანძრის გავრცელების რისკის შემცველ ტერიტორიის მეზობლად. კალიფორნიის კანონმდებლობა ნებისმიერი სახლის მფლობელს, რომელიც მსგავს პოზიციაზეა განთავსებული, ავალდებულებს 30 მეტრის სიგრძის დამცავი სივრცის ან ხანძარსაწინაამდღეო ზოლის ყველა მიმართულებით შექმნას.

თუმცა, აღნიშნული კანონმდებლობა მოსახლეობას მის შესრულებას აგრესიულად არ ავალდებულებს და უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების უფლებას თავად სახლის მფლობელებს უტოვებს, მაშინ როდესაც მსგავსი ხასიათის სწრაფად მზარდი ხანძრის წინაშე შესაძლოა ხანძარსაწინააღმდეგო ზომებიც კი არაეფექტური აღმოჩნდეს, წარმოიდგინეთ რამხელა საფრთხე ემუქრება შენობას, რომელიც არანაირად არ არის დაცული. შესაბამისად სულ უფრო მეტი ისტორია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები შუა ღამით ცეცხლის გარემოცვაში, რომლებსაც უბედურება თავს უცებ დაატყდათ და მათ თავის დახსნა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს განვითარებულ ქვეყნებშიც კი პრობლემები იქმნება, როდესაც ჯერი მაღალ ტექნოლოგიებზე მიდგება და შესაბამისად მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზების ისევ ტრადიციულ გზებს მიმართავენ.
ხანძრის თავზე დაფრინავენ და წყალსა და ცეცხლგამძლე მასას აფრქვევენ, რათა ჰაერის ტემპერატურა გააგრილონ და ცეცხლს ჟანგბადი გამოაცალონ. მეხანძრეები ასევე ქმნიან ე.წ შეკავების ზოლებს, სადაც მიზანმიმართულად წვავენ გამხმარ ნარგავებს, რათა ამგვარად ცეცხლს "საწვავი" წაართვან. თუმცა სწრაფად მზარდი ხანძრის პარალელურად, ეს მცდელობა როგორც ჩანს უშედეგოა და შესაძლოა, მეხანძრეებს გარე დახმარება დასჭირდეთ, რადგან როგორც ჩანს, წვიმა მოსვლას ჯერ კიდევ არ აპირებს.

myquiz