"გაბრუნდით უკან, ვინაიდან თქვენ აქ ვერ შემოხვალთ" - დონალდ ტრამპი ამერიკის საზღვრისკენ მიმავალ მიგრანტებს მიმართავს | Allnews.Ge

"გაბრუნდით უკან, ვინაიდან თქვენ აქ ვერ შემოხვალთ" - დონალდ ტრამპი ამერიკის საზღვრისკენ მიმავალ მიგრანტებს მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დემოკრატებისთვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს "მიგრანტების ქარავანს", რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკის საზღვრებისკენ მიემართება.

"ეს არის შემოჭრა. არ მაინტერესებს რას ამბობენ ისინი. გაბრუნდით უკან, ვინაიდან თქვენ აქ ვერ შემოხვალთ".

ტრამპის განცხადებამდე კი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მიგრანტების ჯფუფის დემონიზაცია "პოლიტიკური ტრიუკია".

რაც შეეხება თავად მიგრანტებს, დაახლოებით 500-მდე მიგრანტმა უკვე მიაღწია მექსიკის დედაქალაქამდე. ისინი დროებით თავშესაფრებში არიან განთავსებული.

"მიგრანტების ქარავანი", რომელში 5000-მდე ადამიანი შედის, რამდენიმე კვირის წინ ჰონდურასიდან დაიძრა და მათ მიზანს ამერიკაში ჩასვლა წარმოადგენს.

მიგრანტები ტრამპის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ისინი არ არიან კრიმინალები და ნარკომოვაჭრეები, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს.

"დონალდ ტრამპი ამბობს რომ ყველა ვინც ქარავანშია არის მოძალადე. ეს არ არის სიმართლე. ეს არის პროპაგანდის ნაწილი. ეს ყველაფერი არის პოლიტიკა, და რასაც იგი აკეთებს არ არის სწორი. მას უნდა რცხვენოდეს მისი ნათქვამის გამო", - აღნიშნა გვატემალელმა მიგრანტმა რაფაელ გარსიამ, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მიგრანტების ქარავანს შეუერთდა.

myquiz