იტალიაში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში მთავრობა ოჯახს მიწის ნაკვეთს გადასცემს | Allnews.Ge

იტალიაში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში მთავრობა ოჯახს მიწის ნაკვეთს გადასცემს

იტალიის მთავრობა გეგმავს, წყვილებს, რომელთაც მესამე შვილი შეეძინებათ, საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადასცეს. "ევრონიუსის" ცნობით, ამ ნაბიჯით იტალია შეეცდება ქვეყანაში შობადობის შემცირების პრობლემა გადაჭრას. ინიციატივა ულტრამემარჯვენე პარტია League-ს ეკუთვნის, და იგი  ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტშიცაა შესული.

აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროკავშირში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩენებელი აქვს და იგი 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იკლებს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ 2019-დან 2021 წლამდე ვისაც მესამე შვილი გაუჩნდება, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასცენ. ტექნიკურად როგორც დაგეგმილია, მიწის ნაკვეთი ოჯახს სულ მცირე 20 წლით გადაეცემა.

იტალიასთან ერთად შობადობის დაბალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებშიც პრობლემაა. როგორ ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებსა და რუსეთში? გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს:

პოლონეთი

პოლონეთის მთავრობამ დაახლოებით 700 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კამპანიაში, რომელიც გამრავლების წახალისებას ეძღვნებოდა

კამპანიის ფარგლებში გადაიღეს სპეციალურად რეკლამაც:

რუსეთი

2006 წელს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა დემოგრაფიული კრიზისი იყო. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ რეგიონში შეიქმნა სპეციალურად დასვენების დღე, რათა წყვილებს ჰქონოდათ ერთმანეთთან გასატარებელი თავისუფალი დრო.

ამგავრად, ულიანოვსკში, ყოველ წელს 12 სექტემბერი დასვენების დღეა. თუ წყვილს ამ დღიდან 9 თვის შემდეგ ბავშვი შეეძინება, აძლევენ პრიზს. ასე მაგალითად, წყვილებს საჩუქრად გადაეცათ ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხის მანქანა.

ფინეთი

ფინეთში შობადობის გაზრდის მიზნით, წყვილებს სპეციალურ "საბავშვო ყუთებს" ჩუქნიან. მსგავსი ყუთი პირველად ახალბედა დედებმა 1938 წელს მიიღეს. ყუთში მოთავსებული იყო ტანსაცმელი და ჩვილისა და დედისთვის საჭირო სხვა ნივთები.

დანია

დანიაში ტურისტულმა სააგენტო Spies Travel-მა გამოიჩინა პატრიოტიზმი და წყვილები წაახალისა, გაეჩინათ მეტი შვილი. მათ 2014 წელს გაავრცელეს ვირუსული ვიდეო, სათაურით, "გააკეთე ეს დანიისთვის". მას მოჰყვა ახალი ვიდეო, სახელით, "გააკეთე დედისთვის", რომელიც მიზნად ისახავდა ბებიების წახალისებას, დახმარებდოდნენ შვილებს დროის ერთად და მარტო გატარებაში.

ესპანეთი

ესპანეთმა შობადობის მაჩვენებლის გაზრდა სპეციალური "სექსის მეფის" დანიშვნით სცადა. ეს პოზიცია დემოგრაფმა ედელმირა ბარერია დიზმა დაიკავა, რომელსაც დაევალა ესპანელების წახალისება, უფრო მეტი ბავშვი გაეჩინათ. მან დაიწყო მუშაობა დემოგრაფიული დისბალანსის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პირველად 1941 წლის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ესპანეთში შობადობის დონეს გადააჭარბა.

myquiz