ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ შეცვალა კვალიფიკაცია და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

აფეთქების შედეგად 60 ადამიანია დაშავებული. აქედან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

როგორც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ეჭვმიტანილი ამავე სასწავლო დაწესებულების სტუდენტია.

"სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა. ის 22 წლის არის და მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი მეორე სართულზე, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს", - განაცხადა მან.

თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

მომხდარის გამო, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.

myquiz