სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა | Allnews.Ge

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ის იმედოვნებს, რომ ამ გზით შეიქმნა ფორმალური მიზეზი ქვეყნის პარლამენტის დასათხოვად. ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

ფაშინიანის განცხადებით, არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

myquiz