კანადაში მარიხუანას პირველი მაღაზიები გამოჩნდა - დღეიდან ამოქმედდა შესაბამისი კანონი | Allnews.Ge

კანადაში მარიხუანას პირველი მაღაზიები გამოჩნდა - დღეიდან ამოქმედდა შესაბამისი კანონი

კანადაში დღეიდან მარიხუანას შენახვისა და გამოყენების ლეგალიზების შესახებ კანონი ძალაში შევიდა.

კანონის ძალაში შესვლისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას პირველი მაღაზიები გაიხსნა.

კანადის სრულწლოვან მოქალაქეებს ლიცენზირებულ მაღაზიებში შეეძლებათ 30 გრამამდე მარიხუანას გამომშრალი ფოთლების შეძენა.

კანონის თანახმად, არაკანონიერად ჩაითვლება 30 გრამზე მეტი მარიხუანას შენახვა, ლიცენზიის არმქონე გამყიდველებისგან მისი შეძენა და მარიხუანას ოთხ ბუჩქზე მეტი მოყვანა. ასევე, მარიხუანას არასრულწლოვანისთვის გაყიდვისთვის კანონით 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

კანადაში გართობის მიზნით მარიხუანა 2 დღეში სრულად ლეგალიზებული იქნება - გამოცდილება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს გამოადგეს

კანადის ხელისუფლება ასევე აპირებს დაჩქარებული წესით შეიწყალოს ის ხალხი, ვინც მსჯავრდებული იყო 30 გრამამდე მარიხუანას შენახვისთვის.

ურუგვაის შემდეგ კანადა მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანა რეკრეაციული მიზნებისათვის ლეგალიზებულია.

myquiz