თქვენი სმარტფონის ელემენტი 8 წლის ბავშვებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ | Allnews.Ge

თქვენი სმარტფონის ელემენტი 8 წლის ბავშვებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ

თქვენი სმარტფონის ელემენტი ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდება. აფრიკაში ბავშვები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში კობალტის მოპოვებაზე მუშაობენ. კობალტი კი აუცილებელია ჩვენი სმარტფონების, ლეპტოპებისა და ელექტრომობილების ელემენტებისთვის.

მსოფლიოში კობალტის ორი მესამედი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოდის.

დაახლოებით 200 ათასი ადამიანი თავს კობალტის მოპოვებით ირჩენს, თუმცა სამუშაო პირობები ძალიან სახიფათოა. აქტივისტების ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 10 000 ბავშვია - ზოგიერთი კი მხოლოდ 8 წლისაა.

ამ სფეროში დასაქმებულების უმრავლესობა დღეში 2 დოლარს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის შემდეგ კობალტის ფასი სამჯერ გაიზარდა.

კობალტის ზემოქმედებამ შესაძლოა თანდაყოლილი დეფექტების ზრდა გამოიწვიოს, მისი მოპოვება კი გარემოს აზიანებს.

წყარო: World Economic Forum

myquiz