არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში ერთდროულად 16 ექთანია ორსულად | Allnews.Ge

არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში ერთდროულად 16 ექთანია ორსულად

არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში ერთდროულად 16 ექთანია ორსულად. BBC-ის ცნობით, კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთნების 10% ელოდება ბავშვს. მედიასთან საუბრისას, ექთნები ხუმრობენ, რომ მათ განყოფილებაში ორსულობის ასეთი სიხშირე შესაძლოა, წყალს უკავშირდებოდეს, ან იმას, რომ მათ საშობაოდ ერთდროულად სურთ შვებულებაში ყოფნა.

ექთნებს შორის პირველი სექტემბერში ელოდება ბავშვს, ყველაზე ბოლო კი იანვარში.

"ვფიქრობ, მანამდე ვერ გავიაზრეთ რომ ერთდროულად ამდენი ექთანი ვიყავით ორსულად, ვიდრე "ფეისბუქის" ჯგუფი არ შევქმენით" , - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კიდევ ერთი ორსული ექთანი მადლობას უხდის მის კოლეგებს, რომლებიც ისეთ პაციენტებთან მუშაობენ, რომლებთანაც ორსულის მუშაობა საშიშია. ასეთია მაგალითად სხვადასხვა ინფექციებით დაავადებულები.

ორსული ექთნები მომავალ კვირას, მანამ ვიდრე 12-კვირიან დეკრეტულ შვებულებაში გასვლას დაიწყებენ, ერთობლივი წვეულების მოწყობას გეგმავენ, რომელიც ბავშვის დაბადებამდე იმართება ხოლმე ტრადიციულად.

myquiz