ვლადიმერ პუტინს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში ელოდებიან | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში ელოდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილშია დაპატიჟებული. კარინ კნაისლი ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერს მიჰყვება ცოლად. ქორწილი ავსტრიაში შტირიას მიწაზე დღეს გაიმართება. პუტინი ქორწილში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ავსტრიაში ვიზიტის დროს დაპატიჟეს.

ავსტრიული მედია რუსეთის პრეზიდენტის ქორწილში მიწვევის შესახებ აქტიურად წერს, ზოგიერთი ოპოზიციონერი კი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ქორწილის დროს უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად დამატებითი ხარჯები იქნება საჭირო.

„მწვანეთა პარტიის“ წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს პუტინის ქორწილში დაპატიჟებისთვის გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ქორწილი დღეს იმართება, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები არაერთ საკითხზე, წერს BBC.

myquiz