თურქული ლირის გადასარჩენად ყატარის ამირა ერდოღანს 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჰპირდება | Allnews.Ge

თურქული ლირის გადასარჩენად ყატარის ამირა ერდოღანს 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჰპირდება

ყატარი თურქეთის ფინანსურ ბაზარზე 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, რათა ქვეყანას დაეხმაროს.

ამის შესახებ ყატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურქული ლირა ამერიკული დოლარის მიმართ ბოლო პერიოდში 45 პროცენტით გაუფასურდა, რის გამო თურქეთის ეროვნული ვალუტა სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

"ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი თურქეთის გვერდით, რომელიც იდგა მუსლიმური სამყაროსა და ყატარის გვერდით. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ქვეყანაში, რომელსაც ძლიერი და პროდუქტიული ეკონომიკა აქვს", - განაცხადა ყატარის ამირამ.

myquiz