ადამიანებს ყოველ დღე ხოცავდნენ და აწამებდნენ - ესპანელი ჟურნალისტი "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში გატარებულ 8 თვეს იხსენებს | Allnews.Ge

ადამიანებს ყოველ დღე ხოცავდნენ და აწამებდნენ - ესპანელი ჟურნალისტი "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში გატარებულ 8 თვეს იხსენებს

"ყოველ დღე იქ 30 ადამიანზე მეტი იღუპება ... კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქეთში თუმცა იმის იქით წასვლა არ იჩქაროთ - რამდნიმე დღე გაჩერდით, რომ გადაწყვიტოთ, მართლა გსურთ თუ არა სირიაში მოხვედრა. იქ კლავენ"

კალათბურთის გუნდის ყოფილი სირიელი მწვრთნელის, ნადირის, ეს სიტყვები, რომელიც ომის პერიოდში გამცილებელ- კონტრაბანდისტად იქცა, ესპანელი ჟურნალისტის რიკარდო გარსია ვილანოვასა და მის კოლეგა ხავიერ ესპინოზასთვის იყო ნათქვამი, რომლებიც 2011 წლის ბოლოს სირიაში არალეგალური გზით შეღწევას ცდილობდნენ.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდება. მას ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლება, 6 მილიონი კი ლტოლვილი გახდება.

მაგრამ მაშინ ეს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ამიტომ ნადირის გაფრთხილების მიუხედავად, გარსია ვილანოვამ სირიაში თავის მოგზაურობა დაიწყო, რამაც ის ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფომდე" მიიყვანა, რომელთა ციხეში მან 8 თვე გაატარა. აი მისი ისტორიაც...

მას შემდეგ, რაც ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ სირიაში ძალა მოიკრიბა, ჟურნალისტების ხანმოკლე, რამდენიმე საათიანი ან რამდენიმე დღიანი დაკავება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა რეგიონში კარგი კონტაქტების ქონისას მათ სიახლოვეს უპრობლემოდ მუშაობაც შესაძლებელი იყო. იმ პერიოდში ქალაქებზე კონტროლს "ისლამური სახელმწიფო", მნიშვნელოვანი გავლენის მქონე სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად ახორციელებდა. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ გავლენის სფეროების გაფართოვება და ძალის მნიშვნელოვნად მოკრება შეძლო.

"პირველად მათ 2012 წლის მეორე ნახევარში ალეპოში შევხვდი. მაშინ ისინი ერთ მოძრაობად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები და სირიელბისა და უცხოელების ნარევს წარმოადგენდნენ. იმ პერიოდში ჩემ მეგობარ იასერთან ვრჩებოდი - ერთადერთ კვალიფიცირებულ ექიმთან, რომელიც საავადმყოფოში დარჩა მაშინ, როდესაც ასადის ძალებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს და ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს. ალეპოში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვცხოვრობდი და საკმაოდ მჭიდრო კავშირები მქონდა იმისთვის, რომ "ისლამურ სახელმწიფოზე" მენერვიულა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა"- იხსენებს ჟურნალისტი.

ერთ დღეს დაეშის ბოევიკები იასერის სახლში ღამით შეიჭრნენ და რიკარდო გარსია ვილანოვა წაიყვანეს. მან ტყვეობაში 11 დღე გაატარა.

პირველად გარსია ვილანოვა ციხეში ალეპოში მოხვდა

"სირიის თავისუფალი არმია, მაშინ ჯერ კიდევ გავლენიანი იყო ქალაქში, მისი წევრები დაუკავშირდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებს და ჩემი გათავისუფლება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მოკვლით დაემუქრნენ. გამათავისუფლეს და ალეპოში კიდევ სამი კვირის განმავლობაში დავრჩი, რათა ის სამუშაო დამესრულებინა, რომლითაც მაშინ დაკავებული ვიყავი."- ყვება გარსია ვილანოვა.

2013 წელს ვილანოვა და მისი კოლეგა ხავიერ ესპინოზა ქალაქ დეირ-ეზ ზორისკენ გაემართნენ. ისინი თან სირიის თავისუფალ არმიას ახლდნენ, თუმცა, როგორც ვილანოვა ამბობს, უკვე მაშინ ძალთა ბალანსი "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოლოდ იცვლებოდა. დეირ-ეზ-ზორამდე მისასვლელად მათ დაეშის, დაახლოებით, 6 ბლოკ-პოსტი უნდა გაევლოთ.

"დეირ-ეზ-ზორში 3 კვირის გატარების შემდეგ, ქალაქის სირიის თავისუფალი არმიის ავტომობილით დატოვება გადავწყვიტეთ, რომელსაც 4 შეიარაღებული მცველი ჰყავდა. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა უბრალოდ გაგვაჩერეს ერთ-ერთ ბლოგპოსტთან და უახლოეს შემნობაში გადაგვიყვანეს. აქ ჩვენი 8-თვიანი ტყვეობის პირველი 15 დღე გავატარეთ.

ფოტოჟურნალისტი რიკარდო გარსია ვილანოვა სირიაში დაბრუნდა, რათა ის ციხე ენახა, სადაც 8 თვე გაატარა

აქედან ჩრდილოეთ სირიაში მდებარე "ისლამური სახელმწიფოს" სხვადასხვა ციხცეში გადავყავდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ ყოველდღიურად. ასეთი იყო დაეშის მიერ შექმნილი შეშლილი და ფანტასმაგორიული სამყარო, სადაც ბავშვებს მოწევისთის ელექტროშოკით სჯიდნენ, ან შეეძლოთ, საავადმყოფოს რიგითი თანამშრომელი სიკვდილის პირამდე მიყვანამდე ეწამებინათ. ამ ციხეებში ჩვენ ვნახეთ დეჰუმანიზაციისა და სადიზმის ახალი განზომილება. რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა შევხვდით "ისლამური სახელმწიფოს" სხვა დასავლელ ტყვეებს".

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მისი გათავსიფლების დღე ისეთივე სურიალისტური იყო, როგორც ტყვეობაში გატარებული ყოველი დღე.

"მე და ხავიერი თურქეთის საზღვართან მიგვიყვანეს, ჩვენს ზურგს უკან იდგნენ და წინ წასვლის ბრძანება მოგვცეს. ჩვენს დანახვაზე თურქმა მესაზღვრეებმა სროლა დაიწყეს - მათ, სავარაუდოდ, იფიქრეს, რომ ჯიჰადისტები ვიყავით, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ორივე ჩვენგანი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო, ტყვია მოგვხვედროდა, ვიდრე უკან ფსიქოპატებთან დავბრუნებულიყავით. ისტორია დასრულდა გიჟური სცენით თურქეთის სასაზღვრო სამსახურის მაღალჩინოსანთან, რომელიც ქვეყანაში უკანონო შესვლისთვის ჩვენს დაჯარიმებას ცდილობდა. არაფერი არ გადაგვიხდია"- იხსენებს ჟურნალისტი.

იარაღი, რომელიც, სირიის ხელისუფლების განცხადებით დეირ ეზ-ზორში "ისლამურ სახელმწიფოს" წაართვეს

გათავისუფლების შემდეგ, მან ფოტოპროექტის კეთება განაგრძო, რომლის კეთებაც ჯერ კიდევ 2011 წელს ჰქონდა დაწყებული, მაგრამ ამჯერად ის იყო პროექტი არა რევოლუციაზე, არამედ "ისლამურ სახელმწიფოზე". ამიტომ სირიაში მეოთხედ ამჯერად "ბიბისი"-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა.

"უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია არაბ და ევროპელ ჯიჰადისტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მათ შოპრის ევროპელ ქალებთან, რომლებმაც გერმანიაში, საფრანგეთში ან იტალიაში, თავისი მშვიდი ცხოვრება მიატოვეს და "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდნენ. კონფლიქტის გაშუქებისას ვხედავდი ჯიჰადისტებს, რემლებიც თავის რწმენას სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ ბევრი ისეთი იყო, რომლებიც ომიდან უკან მოუხედავად გარბოდნენ. ომი ყველაფერ საშინელსა და საუკეთესოს ააშკარავებს, რაც ადამიანშია, რადგან ომის დროს საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები და ნორმები, კანონი და პასუხისმგებლობა მათი დარღვევისას უბრალოდ აღარ მოქმედებს. საქმე ისაა, რომ ომი კი არ ცვლის ადამიანს, არამედ გვაჩვენებს, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში.

რიკარდო გარსია ვილანოვა "ბიბისი"-ს კორესპოდენტ კვენტინ სომერვილთან ერთად, ორ დაკავებულ ჯიჰადისტს შეხვდა, რომლებსაც, ჟურნალისტის ღრმა რწმენით, ის ტყვედ ჰყავდათ აყვანილი და პასუხისმგებლები არიან კიდევ დაახლოებით 27 უცხოელის წამებასა და სიკვდილში. კოტიმ და ელშეიხმა, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ელიტის წარმომადგენლები იყვნენ და იანვარში ქურთმა ამბოხებულებმა დააკავეს, უარი თქვეს ვილანოვას კითხვებზე პასუხის გაცემაზე და დაუყოვნებლივ დაასრულეს საუბარი.

ლონდონის მაცხოვრებლები ალექსანდა კოტი და ელ-შაფი ელშეიხი სირიაში დასავლელი ტყვეების წამებასა და სიკვდილით დასჯაში არიან ბრალდებულები

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სად წარსდგება ეს ორი ჯიჰადისტი სასამართლოს წინაშე, თუმცა თუ მათი ექსტრადირება აშშ-ში განხორციელდება, მათ სასიკვდილო განაჩენი ელით.

ჟურნალისტი წინააღმდეგია, ჯიჰადისტების სიკვდილით დასჯის და მიიჩნევს, რომ ისინი ცხოვრების ბოლომდე საპატიმროში ისეთივე პირობებში უნდა იყვნენ, როგორ პირობებშიც თავიანთ ტყვეებს ამყოფებდნენ.

myquiz