Johnson&Johnson-ი საბავშვო პუდრი სიმსივნის გამომწვევ მიზეზად დაასახელეს, რის გამოც კომპანია 4,69 მილიარდით დაჯარიმდა | Allnews.Ge

Johnson&Johnson-ი საბავშვო პუდრი სიმსივნის გამომწვევ მიზეზად დაასახელეს, რის გამოც კომპანია 4,69 მილიარდით დაჯარიმდა

შტატ მისურის ქალაქ სენტ-ლუისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია Johnson & Johnson-ს 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოში სარჩელი ქალებმა შეიტანეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომპანიის საბავშვო პროდუქცია აზბესტს შეიცავს. კომპანიამ 22 მომჩივან ქალს 550 მილიონი დოლარი მატერიალური ზარალისთვის, ხოლო 4 მილიარდი მორალური ზიანისთვის უნდა გადაუხადოს.

მომჩივანი მხარის განცხადებით, აღნიშნული ტალკის გამოყენებამ გამოიწვია მათში სიმსივნური დაავადებების პროვოცირება. ძირითადად კი მომჩივანი მხარე კომპანიას ბრალს დებს იმაში, რომ მან არ გააფრთხილა მომხმარებელი საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკზე ინტიმური ჰიგიენისთვის მისი გამოყენების შემთხვევაში.

მომჩივანი მხარის ადვოკატის განცხადებით, კომპანიამ იცოდა აზბესტის შემცველობის შესახებ და ამ ინფორმაციას მალავდა.

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. ისინი უარყოფენ, რომ მათი პროდუქცია აზბესტს შეიცავს და აცხადებენ პროდუქციის ფალსიფიცირებაზე.

შეგახსენებთ, Johnson & Johnson-მა 2017 წელს უკვე წააგო სასამართლო ერთ-ერთ მომჩივანთან და სასამართლომ 417 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა კომპანიას ქალისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ სიმსივნით მას შემდეგ დაავადდა, რაც კომპანიის აღნიშნული პროდუქცია გამოიყენა. კონკრეტულად კი პრეტენზია ვრცელდება პორდუქტზე Johnson's Baby Powder (საბავშვო ტალკი).

წყარო: bpn.ge

myquiz