თურქეთში არჩევნები მიმდინარეობს - ვინ არიან ერდოღანის მეტოქეები? | Allnews.Ge

თურქეთში არჩევნები მიმდინარეობს - ვინ არიან ერდოღანის მეტოქეები?

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტის პოსტისთვის ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი („სამართლიანობისა და განვითარების პარტია“), მუჰარემ ინჯე („სახალხო-რესპუბლიკური პარტია“), სელაჰატინ დემირთაში („ხალხთა დემოკრატიის პარტია“), მერალ აქშენერი („კარგი პარტია“), თემელ ქარამოლაოღლუ („ბედნიერების პარტია“) და დოღუ პერინჩეკი („სამშობლო“) იბრძვიან.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.

ერდოღანმა თურქ ამომრჩევლებს მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ გამოცემა „ჰურიეთი“ წერს.

"დასავლეთი 24 ივნისის არჩევნებს ელოდება. რისი ნახვა სურთ მათ? - ერდოღანის მარცხის. მზად ხართ, დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ? მე მჯერა, რომ თქვენ მათ ამ გაკვეთილს ჩაუტარებთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ სტამბოლში, მრავალათასიან წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

myquiz