მელანია ტრამპი ემიგრანტი ბავშვების თავშესაფრის მოსანახულებლად გაემგზავრა ქურთუკით, რომელსაც ეწერა "მე სულ არ მადარდებს, შენ?" | Allnews.Ge

მელანია ტრამპი ემიგრანტი ბავშვების თავშესაფრის მოსანახულებლად გაემგზავრა ქურთუკით, რომელსაც ეწერა "მე სულ არ მადარდებს, შენ?"

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი მექსიკის საზღვართან გაემგზავრა ემიგრანტი ბავშვების თავშესაფრის მოსანახულებლად, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ყურადღება არა მისმა გამგზავრებამ, არამედ ქურთუკმა მიიპრყო.

აეროდრომზე მელანია "ზარას" მწვანე ქურთუკით მივიდა, რომელზეც ეწერა "მე სულ არ მადარდებს, შენ?" ("I really don't care. Do u?")

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ზარას" მესიჯი მედიისთვის იყო განკუთვნილი. ტეხასში ჩაფრენისას იგივე მოსაცმელი მას არ სცმია, თუმცა დაბრუნებისას კვლავ "ზარას" 39-დოლარიანი მოსაცმლით გადაიღეს.

პირველი ლედის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ქურთუკს რაიმე სხვა მნიშვნელობა აქვს.

"უბრალოდ სამოსია, არანაირი დაფარული გზავნილი. ტეხასში დღევანდელი მნიშვნელოვანი ვიზიტის ფონზე, იმედი მაქვს, მედია პირველი ლედის გარდერობზე არ იქნება ფოკუსირებული," - განაცხადა მელანიას წარმომადგენელმა, სტეფანი გრიშემმა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ზარას" მესიჯი მედიისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მელანიამ იცის, რამდენად "უნამუსოდ მუშაობენ მედიასაშუალებები, რომლებიც ყალბ ამბებს იგონებენ და პირველ ლედის ეს სრულიად აღარ ადარდებს".

myquiz