დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში 2000-მდე ბავშვი მშობელს დააშორეს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში 2000-მდე ბავშვი მშობელს დააშორეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში 2000-მდე ბავშვი მშობელს დააშორეს.

მაისში აშშ-ის მთავარმა პროკურორმა მიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ საზღვრის გადაკვეთას  დოკუმენტაციის გარეშე არალეგალურად ცდილობენ, "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა.

აშშ-ის ხელისუფლების აღნიშნული მიდგომის ერთ-ერთი ნაწილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მშობლებისგან ბავშვების განცალკევებაა. ბავშვებს წინასწარის დაკავების იზოლატორში ათავსებენ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, 1995 ბავშვი დააშორეს იმ მშობლებს, რომელებიც 19 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში აშშ-ში საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააპატიმრეს.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს

თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველმა დაადასტურა, რომ დაკავებული მშობლებისა და შვილების დაშორება იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელმაც არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროს.

ტრამპის აღნიშნულმა პოლიტიკამ კრიტიკა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებისგან დაიმსახურა, მოსახლეობაში კი პროტესტი გამოიწვია. "ოჯახი ერთად უნდა იყოს"- სკანდირებდა საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორების წინ, ტეხასსა და ნიუ-ჯერსიში შეიკრიბნენ. დემონსტრანტები ამ პრაქტიკის გაუქმებას მოითხოვდნენ.

ნიუ-იორკის კონგრესმენი კაროლინ მალონი 5 მამაკაცის ისტორიას ჰყვება, რომლებიც ნიუ-ჯერსიში არიან დაპატიმრებულები.

"ამ ხუთივე მამაკაცმა თავისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანა, რადგან საკუთარ ქვეყანაში შეიარაღებულ ძალადობას გამოექცა.

ისინი ჩვენს ქვეყანაში იმის იმედად ჩამოვიდნენ, რომ უკეთეს და უსაფრთხო ცხოვრების პირობებს შექმნიდნენ საყვარელი ადამიანებისთვის.

ამის ნაცვლად, ისინი დააპატიმრეს და შვილებს დააშორეს. ამ პერიოდში მათ არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს შვილების ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ"- დაწერა კონგრესმენმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეჩერებულია

სენატორ ჯეფ მერკლის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ამას "ნულოვან ტოლერანტობას" ეძახის, თუმცა, ეს ნულოვანი ადამიანურობა და ნულოვანი ლოგიკაა - განაცხადა სენატორმა.

myquiz