უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს, რადგან მისი თქმით, "პირი ჭამისთვისაა" | Allnews.Ge

უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს, რადგან მისი თქმით, "პირი ჭამისთვისაა"

უგანდის პრეზიდენტი ცდილობს ქვეყანაში ორალური სექსი აკრძალოს, რადგან მისი თქმით, "პირი ჭამისთვისაა".

Daily Mail-ის ინფორმაციით, იოვერი მუსევენმა ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.

მან "გარეშე პირები" ორალური სექსის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

"ამოვიყენოთ შესაძლებლობა და ხალხი ამ არასწორი პრაქტიკის შესახებ გავაფრთხილოთ. ზოგიერთი მათგანი ამას ორალურ სექსს ეძახის, პირი კი ჭამისთვისაა და არა სექსისთვის. ჩვენ ვიცით სექსის მისამართი და სად უნდა მოხდეს ის. ორალურმა სექსმა შეიძლება პირში ბევრი ბაქტერია და ჭია დატოვოს", - განაცხადა უგანდის პრეზიდენტმა.

2014 წელს მუსევენმა ხელი მოაწერა "ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კანონს", რომლის მიხედვითაც უგანდაში ჰომოსექსუალიზმი დასჯადი გახდა.

myquiz