ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევები შახტებსა და მაღაროებში - როგორ პირობებში მუშაობენ განვითარებულ ქვეყნებში მაღაროელები? | Allnews.Ge

ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევები შახტებსა და მაღაროებში - როგორ პირობებში მუშაობენ განვითარებულ ქვეყნებში მაღაროელები?

დღის უდიდესი ნაწილის მიწის ქვეშ გატარება და სასარგებლო მინერალების საკმაოდ რთულ პირობებში მოპოვება მარტივი და სახარბიელო საქმე სულაც არ არის. მაღაროელების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ბავშვობაში ამ პროფესიაზე სულაც არ ოცნებობდა და არც იოცნებებდა თუ მის ყურამდე მაღაროში სამუშაო პროცესში დაღუპული ადამიანების რიცხვი მიაღწევდა.

მონაცემები კი ნუგეშისმომცემი სულაც არ არის. ყველწლიურად მიწის ქვეშ მინერალების მოპოვებისას ათასობით მაღაროელი იღუპება, განსაკუთრებით თუ სამუშაოები შახტური წესით მიმდინარეობს. დღესდღეობით, ყველაზე დიდი მსხვერპლი განვითარებად ქვეყნებსა და განვითრებული ქვეყნების სოფლების ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევები, შესაძლოა, ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მათ შორის, მომწამლავი გაზების, როგორიც არის გოგირდწყალბადი, ან ფეთქებადი ბუნებრივი აირების, განსაკუთრებით მეთანის გაჟონვამ, მტვრის აფეთქებამ, ჩამონგრევამ, მინერალების მოპოვებით გამოწვეულმა სეისმურმა მოვლენებმა, წყალდიდობამ, ან ტექნიკურმა შეცდომამ, ასევე მიწის ქვეშ არასათანადო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებამ.

მაღაროებში მომხდარი უბედური შემთხვევების ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფაქტი 1942 წლის 26 აპრილს ჩინეთში ქალაქ ბენსიში მდებარე მაღაროში დაფიქსირდა. შემთხვევას 1549 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაფერი ხანძრით დაიწყო, მაგრამ მაშინ იაპონელმა შახტის ოპერატორებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, სწრაფად გადაეჭრათ ვინტილაცია და მთლიანად გადაეკეტათ მაღარო იმისთვის, რომ ცეცხლი ჩაექროთ.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბევრი თანამშრომელი, რომლების ევაკუაციაც ვერ მოესწრო, მაღაროში დარჩა გამოკეტილი და გაიგუდა. მას შემდეგ, რაც ამ გზით ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა და მაღარო ხელახლა გაიხსნა, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გამოსვენებას 10 დღე დასჭირდა. გარდაცვლილთა შორის 1518 ჩინელი და 31 იაპონელი იყო.

21-ე საუკუნის ყველაზე მძიმე კატასტროფები, რომელიც მაღაროებს უკავშირდება:

2000 წლის 30 იანვარს რუმინეთში ბაია-მარეში ციანიდმა გაჟონა. ამ შემთხვევას ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდეს ევროპაში ჩერნობილის შემდეგ. შემთხვევის შედეგად წყალი 100 000-მა ტონა ციანიდმა დააბინძურა და მიუხედავად იმის, რომ შემთხვევას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია, გაჟონვის შედეგად, მდინარის ბინადრების 80% განადგურდა.

2010 წლის 5 აპრილს აშშ-ში, დასავლეთ ვირჯიანიში მდებარე შახტაში აფეთქების შედეგად 31-დან 29 მაღაროელი დაიღუპა.

2010 წლის 5 აგვისტოს ჩილეში სან-ხოსეს შახტის ჩამონგრევის შედეგად, მაღარო კატასტროფულად დაზიანდა და ამასთანავე ევაკუაციის ყველა შესაძლო გზა ჩახერგა, მაღაროში 33 მაღაროელი 700 მეტრის სიღრმეზე დარჩნენ. 69-დღიანი შეთანხმებული და მძიმე სამუშაოების შემდეგ, 33 მაღაროელის გამოყვანა მოხერხდა. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ცოცხალი იყო.

2010 წლის 19 ნოემბერს ახალი ზელანდიის პაიკ-რივერის მაღაროს აფეთქების შედეგად, მიწის ქვეშ 29 მამაკაცი მაშინვე დაიღუპა, ორმა მაღაროელმა კი თავის დაღწევა შეძლო.

2014 წელს თურქეთში სომას მაღაროში, რომელიც ყველაზე საშინელი იყო არა მხოლოდ თურქეთის ისტორიაში არამედ ყველაზე ტრაგიკული იყო მთელს 21-ე საუკუნეში, რადგან შემთხვევას 301 ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა.

ისტორიულად, ქვანახშირის მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობაა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნეში მაღაროებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 100 000-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა, უბედური შემთხვევების 90% საუკუნის დასაწყისში მოხდა. მხოლოდ 1907 წელს 3200 მაღაროელი შეეწირა თავის საქმიანობას. თუმცა მოწამვლის, ჩამონგრევის, გაგუდვისა და სხვა მსგავსი რისკები მინერალების მოპოვების თანამედროვე პრაქტიკაში შემცირებულია.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მინერალების თანამედროვე წესით მოპოვების შედეგად ყოველწლიურად მსხვერპლი 30 ადამიანამდეა შემცირებული.
თუმცა სამწუხარო ის არის, რომ განვითარებად ქვეყნებში კვლავ გრძელდება ფატალური შემთხვევების კასკადი, რიგ შემთხვევაში სიკვდილს მაღაროებში მომხდარი კატასტროფები იწვევს, თუმცა არც თუ იშვიათია ცუდ პირობებში მუშაობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული სიკვდილიანობა. მაგალითად, მაღაროს თანამშრომლებში, როგორც წესი, პნევმოკონიოზია გავრცელებული, აშშ-ში ყოველწლიურად დაავადების 4000 ახალი შემთხვევა ვლინდება, ჩინეთში კი 10 000 ახალი შემთხვევა, მაჩვენებელი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყო, ვიდრეს ეს ზოგიერთ რეგიონშია დაფიქსირებული.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მეშახტეები?

ტექნოლოგიურმა წინსვლამ დღეს მინერალების და, განმასკუთრებით, ქვანახშირის მოპოვება უფრო პროდუქტიული გახადა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მინერალების მოპოვებისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღაროელები კარგად გაწვრთნილები და გამოცდილები უნდა იყვნენ. რიგ შემთხვევაში მათ 4-წლიან ბაკალავრის ხარისხს სთხოვენ, ურადღება ექცევა კომპიუტერის ცოდნის დონეს, რადგან ახალი აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი კომპიუტერიზებული. თუმცა, ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიურმა წინსვლამ ცოცხალი მუშახელის საჭიროებაც შეამცირა, ასე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2015 წელს 65 971 შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია აშშ-სთვის.

გამოცდილებამ ცხადყო, რომ მინერალების მოპოპვების მეთოდში გარკვეული ცვლილებებია შესატანი ვითარების გამოსასწორებლად. მავნებელი აირების მოიტორინგის, გაზის სადრენაჟო სისტემის გაუმჯობესების, ელექტრომოწყობილობებმა და ვინტილაციის სისტემის გაუმჯობესებამ ბევრ ქვეყანაში შეამცირა ქანების ჩამოშლის, აფეთქების რისკი და მეტ-ნაკლებად გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი. უკანასკნელი წლების კიდევ ერთი ინოვაცია დახურული მიკროსქემის რესპირატორებია, რესპირატორები ჟანგბადს შეიცავს, იმ შემთხფვევისთვის თუ ვინტილაციის სისტემა მწყობრიდან გამოვა. აშშ-ის შრომის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 1990-დან 2004 წლების პერიოდში დაზიანებების მიღების რაოდენობა განახევრდა, ფატალური შემთხვევები კი 2/3-ით შემცირდა.

myquiz