ქალაქი, სადაც ემიგრანტები მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ | Allnews.Ge

ქალაქი, სადაც ემიგრანტები მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

ახალი მონაცემების თანახმად სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ინდოეთის მეტროპოლიაში, მუმბაიში საშუალოდ 217 ათას დოლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისია. მუმბაის ერთ-ერთ უბანში, სადაც ბინის ქირის საფასური თვეში 3 000-დან - 15000 დოლარამდე მერყეობს, ძირითადი მაცხოვრებლები სწორედ მაღალანაზღაურებადი ემიგრანტები არიან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის მსგავსი გადასახადი ფაქტობრივად დაუძლეველია. არაოფიციალურად ისეთი ინფორმაციაც ვრცელდება, რომ ემიგრანტებს თვეში 15 000-დან 18 5000 დოლარამდე დახმარებას მხოლოდ საცხოვრებლის ანაზღაურებისთვის აძლევენ, რადგან ინდოეთში ჩასული უმაღლესი დონის პროფესიონალები დაახლოებით ისეთივე საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ, როგორიც მათ მშობლიურ ქალაქში ჰქონდათ.

ახალი მონაცემებით, მუმბაიში ჩასული პროფესიონალი ემიგრანტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ემიგრანტებად ითვლებიან.
HSBC-მა გასულ კვირას 159 ქვეყნის 27 ათასი უცხოელი თანამშრომლის ანაზღაურების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მუმბაიში უცხოელი თანამშრომლები საშუალოდ 217 165 დოლარს გამოიმუშავებენ. მსოფლიოში ემიგრანტების საშუალო ანაზღაურება 99 903 დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც სან-ფრანცისკოსა და ლონდონში უცხოელი თანამშრომლები შესაბამისად 207 227 და 107 863 დოლარს გამოიმუშავებენ.

როგორ ახერხებენ მუმბაიში მომუშავე უცხოელები იმაზე მეტის გამომუშავებას, ვიდრე ეს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელია?

კვლევის თანახმად, მუმბაიში საკუთარი დამსაქმებლის მიერ გაგზავნილი ემიგრანტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც 44%-ს შეადგენს. ამასთანავე მუმბაი ემიგრანტების დასაქმების კუთხით რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილასაა, ადამიანების უმეტესობა კი ინჟინერიის სფეროში მუშაობს.

კვლევამ აჩვენა, რომ ლონდონში დასაქმებულ მაღალანაზღაურებად ემიგრანტებს შორის 52% 35 წლამდე ასაკის ადამიანი, მაშინ როდესაც მუმბაიში დასაქმებულ ემიგრანტებს შორის 54%-ის ასაკი 35-დან-54-მდე მერყეობს. როგორც ჩანს, მუმბაიში დასაქმებული ემიგრანტები გაცილებით უფროსები და გამოციდლები არიან. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის,თუ რატომ გამოიმუშავებენ მუმბაიში ჩასული ემიგრანტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას, რადგან კვლევის თანახმად, მათი დიდი ნაწილი ისეთ წამყვან პოზიციებს იკავებენ, როგორიც კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაა.

გარდა ამისა, მუმბაიში წამყვან პოზიციებზე მომუშავე ემიგრანტებისთვის ისეთი დახმარების პაკეტიც მოქმედებს, რომელიც მათ საცხოვრებლის ხარჯებს უნაზღაურებს, ამასთანავე უზრუნველყოფს მათ ავტომანქანითა და პირადი მძღოლითა და სასწავლო გადასახადის დაფარვით, მძიმე სამუშაოსთვის გაწეული კომპენსაციის სახით.

myquiz