რამდენს უხდიან სხვა ქვეყნებში მრავალშვილიან ოჯახებს? | Allnews.Ge

რამდენს უხდიან სხვა ქვეყნებში მრავალშვილიან ოჯახებს?

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვის ღირსეული უზრუნველყოფისა და შობადობის წახალისების მიზნით ხელისუფლების მიერ ყოველთვიური ფულადი დახმარება უკვე დიდი ხნის და კარგად აპრობირებული მეთოდია. ექსპერტები მიჩნევენ, რომ ამ გზით ბავშვების სიღატაკიდან დახსნა და აღნიშნული მაჩვენებლის რადიკალური შემცირებაა შესაძლებელი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ყოველი 5-დან ერთი ბავშვი სიღატაკეში ცხორობს, ხელისუფლებების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ნამდვილად საჭირო და დროულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მიერ გაღებული გადასახადის ოდენობა განსხვავევებულია და დამოკიდებულია ოჯახში ბავშვების რაოდენობასა და მათ ასაკზე. თავად ამერიკის შეერთებული შტატები ოჯახებს პირდაპირ ფულად დახმარებას არ უწევს, თუმცა სანაცვლოდ ქვეყანაში მოქმედებს ერთ ბავშვზე წელიწადში 1000 დოლარის ოდენობის საგადასახადო შეღავათი. მსგავსი შეღავათი მოქმედებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. თუმცა, ჩვენ ახლა განვიხილავთ იმ სახელმწიფოების მაგალითს, სადაც ოჯახებს თითოეულ ბავშვეზე ფულად დახმარებას ურიცხავენ.

სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითებს განვიხილავდეთ, გეტყვით, რომ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მსავსი დახმარება ბავშვების მშობლებისა და მეურვეების ქმედებაზეა მიბმული, უფრო კონკრეტულად დახმარების სანაცვლოდ მშობლებს სთხოვენ, ბავშვები სკოლაში ატარონ, პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და ვაქცინაცია ჩაუტარონ.

კანადაში ხელისუფლება ოჯახს დახმარებას ყოველთვიურად აძლევს, რათა ბავშვის აღზრდისთვის გაწეული ხარჯები შეუმსუბუქოს.
დახმარებას ის ოჯახები იღებენ, რომლებსაც 18 წელზე ნაკლების ასაკის შვილები ჰყავთ. დახმარების ოდენობა ასე გამოიყურება - 6 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის წელიწადში 6400 კანადური დოლარი (533.33 კანადური დოლარი თვეში). 6-დან 17 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე კი კანადის ხელისუფლება ყოველწლიურად 5400 კანადურ დოლარს იხდის ანუ 450 კანადურ დოლარს თვეში. ეს 2016-2018 წლების მონაცემებია.

ბავშვის აღზრდის ფულადი დახმარების სისტემა ფინეთში ჯერ კიდევ 1948 წელს ამოქმედდა. სწორედ ამ დროს დახმარების გაცემა საყოველთაო გახდა და ერიცხება 17 წელს მიუღწეველ ყველა ბავშვს. ქვეყანაში მოქმედებს დახმარება მარტოხელა მშობლებისთვისაც.

ფინეთის ხელისუფლება ოჯახებს 2011 წელს ფულად დახმარებას შემდეგი სქემით აძლევს - ერთ ბავშვზე თვეში 100,40 ევროს ურიცხავს, 2 ბავშვზე - 110,94 ევროს. 3 ბავშვზე -141,56, 4 ბავშვზე - 162,15 ევროს, მომდევნო ბავშვზე -182,73 ამას ემატება 46,79 წვრო თითოეულ ბავშვზე იმ შემთხვევაში თუ მშობელი მარტოხელაა.

უნგრეთში მსგავს დამარებას იღებს ყველა ადამიანი, ვისაც მუშაობის ნებართვა აქვს და ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

უნგრეთი ხელისუფლების მიერ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე და თითოეულ მშობელზე გაცემული დახმარება ასე გამოიყურება:

1 ბავშვი 40.67 €

2 ბავშვი 44.33 €

3 ბავშვი 53.33 €

გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყანაში მარტოხელა მშობლებს ერთი და ორი ბავშვის ყოლის შემთხვევაში დამატებით 5 ევრო ემატებათ, 3 ან მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში კი 3 ევრო. გარდა ამისა, უნგრეთი მოქმედებს ყოველთვიური შეღავათები, რომელიც ასევე ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა ოჯახს დახმარება უმცირდება ან უწყდება იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიურად აცდენს ბავშვი სკოლას, სასწავლო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი დახმარება სრულად ირიცხება.

სამხრეთ კორეაში 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ყოველი კორეული ოჯახი, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ჰყავს თვეში 92 დოლარს იღებს, გამონაკლისია მოსახლეობის ის 6 პროცენტი, რომელიც შემოსავლის თვალსაზრისით მდიდრებად ითვლებიან.

ვნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითებიც, მონაცემები ყოველთვიურ დახმარებას გულისხმობს:

myquiz