მასწავლებელი, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დაფაზე ასწავლის | Allnews.Ge

მასწავლებელი, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დაფაზე ასწავლის

მასწავლებლის ფოტომ, რომელიც განაში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს კომპიუტერის გარეშე ასწავლის, ინტერნეტსივრცე დაიპყრო და გამოხმაურების გარეშეც არ დარჩენილა. კუმასელი მასწავლებელი სწავლების პროცესში პოპულარული Microsoft Word-ის პროგრამას დაფაზე გულმოდგინედ ხატავს.

"კომპიუტერული ტექნოლოგიების განას სკოლაში სწავლება ძალიან სახალისოა"- დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე და სწავლების პროცესის ამსახველი ფოტოც თავადვე გამოაქეყნა.

მას შემდეგ, რაც კუმასელი მასწავლებლის ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარა და მის შესახებ თითქმის ყველამ შეიტო, Microsoft-მა განაცხადა, რომ მასწავლებელს ახალ კომპიუტერულ აღჭურვილობას გაუგზავნის.

მასწავლებელმა განმარტა, რომ სტუდენტები ძალიან უყვარს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ კარგად გაიგონ ის, რის სწავლებასაც ის ცდილობს.

მის სკოლაში კომპიუტერები 2011 წლიდან აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდის ჩაბარებას სთხოვენ.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დაფაზე მსგავს სქემებს ვხატავ, ამას ყოველ ჯერზე ვაკეთებ, როცა კი საკლასო ოთახში ვარ და რამეს ვხსნი. სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსება მიყვარს და ეს ფოტოც ამ მიზნით გავაზიარე. არ მიფიქრია, რომ ის ადამიანის ყურადღებას ამდენად მიიპყრობდა"- აღნიშნა მასწავლებელმა.

myquiz