დონალდ ტრამპი მასწავლებლების შეიარაღების წინადადებით გამოდის | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი მასწავლებლების შეიარაღების წინადადებით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში სკოლის მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლებას მისცემენ, რათა მათ შეიარაღებული თავდასხმები სამართლადამცველების ადგილზე მისვლამდე მოიგერიონ. გარდა ამისა, გაუქმდება ის წესი, რომელიც სკოლის სიახლოვეს იარაღის ტარებას კრძალავს.

აღნიშნული წინადადითა ტრამპი ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმისგან დაზარალებულ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრის დროს გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდამ 17 ადამიანი მოკლა.

რატომ გახდა აშშ-ში იარაღით თავდასხმები უფრო სისხლიანი?

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით, ეს ინიციატივა სკოლის თავდასხმებთან დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებს. ტრამპის თქმით, პოტენციური თავდამსხმელი ორჯერ დაფიქრდება, სანამ მსგავს ფატალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თავდასხმა საშუალოდ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გრძელდება, სამართალდამცველებს კი 5-დან 8 წუთამდე სჭირდებათ ადგილზე მისასვლელად და შესაბამისი რეაგირიბისთვის, ამ დროისთვის კი თავდასხმა უკვე დასრულებულია. თუ სკოლაში იქნება მასწავლებელი, რომელიც იარაღს ფლობს, თავდასხმის დასრულებას ძალიან სწრაფად შეძლებს",- განმარტა ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა სტუდენტებს განუცხადა, რომ იარაღის შეძენის მსურველებსა და განსაკუთრებით მათ ფსიქიკურ მდგომარეობას მკაცრად გააკონტროლებენ.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში მერჯორი სტოუნმენ დუგლასის სახელობის სკოლაში მომხდარი თავდასხმა 2012 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი იყო. 2012 წელს "სენდი-ჰუკის" სკოლაზე თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

myquiz