2300 წლისთვის წყლის დონე კატასტროფულად აიწევს - ახალი კვლევის შედეგები | Allnews.Ge

2300 წლისთვის წყლის დონე კატასტროფულად აიწევს - ახალი კვლევის შედეგები

2300 წლისთვის მსოფლიოში წყლის დონე კატასტროფულად აიწევს და დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ სახლს დაემუქრება მიუხედავად იმისა, სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად პარიზსში გაფორმებულ ხელშეკრულებას შეასრულებენ თუ არა ხელმომწერი ქვეყნები - ნათქვამია ახალ კვლევაში. კვლევა რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტის კლიმატის ცვლილებების თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებმა შეადგინეს. მკვლევარებმა ემისიის სხვადასხვა დონის გრძელვადიანი გავლენა გაანალიზეს და დაასკვნეს, რომ ოკეანეებში წყლის დონე დაახლოებით ერთი მეტრით მოიმატებს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ყოველი 5 წელი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ რადიკალური ზომების მიღებას გადავდებთ, წყლის დონის 20 სანტიმეტრით მატებას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ მასშტაბებს მიაღწევს.

საბოლოოდ მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ წყლის დონის საერთო მატება 2300 წლისთვის 0,7-დან 1,2 მეტრამდე შეიძლება დაფიქსირდეს.

პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებების შესახებ ხელი დაახლოებით 200-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო. თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლის შემდეგ, ოფიციალური ვაშინგტონი შეთანხმებას გაემიჯნა.

პარიზის შეთანხმების თანახმად, ქვეყნებს უნდა ეზრუნათ, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფა შეემცირებინათ, რათა გლობალური დათბობის ტენდენცია შეენელებინათ და ტემპერატურის მატება 2 გრადუსი ცელიუს ფარგებში დაეტოვიბინათ.

მეცნიერების მიერ გამოქვენებულმა ახალმა კვლევამ პარიზის შეთანხმების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მეცნიერების თქმით, იმ დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისთვის, ვინც სანაპირო ზოლში ცხოვრობს წყლის დონის ერთი სანტიმეტრით მატებაც კი შესამჩნევი და შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ატმოსფეროს მყისიერი რეაგირების უნარი აქვს და სავარაუდოდ, გლობალური დათბობის ტემპებიც შემცირდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რადგიკალური ზომები გატარდება და სათბურის აირები მკვეთრად დაიკლებს. მკვლევარებმა აქვე აღნიშნეს, რომ სამწუხაროდ ოკეანის რეაქცია მსგავსად მყისიერი ვერ იქნება.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მკვლევართა თქმით სახელმწიფოების ამდრომდე გაწეული ძალისხმევა აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად საკმარისი არ არის.

myquiz