აშშ-ში რადიოგადაცემის წამყვანმა ბავშვი პირდაპირ ეთერში გააჩინა | Allnews.Ge

აშშ-ში რადიოგადაცემის წამყვანმა ბავშვი პირდაპირ ეთერში გააჩინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი რადიო გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას ბავშვი გააჩინა.

ქალაქ სენტ-ლუისის რადიომაუწყებელის The Arch-ის დილის გადაცემის წამყვანს კესედი პროქტორს ტკივილი ორშაბათს დაეწყო, სამშაბათს დილით კი გადაცემა იმ საავადმყოფოდან გავიდა, სადაც წამყვანი მშობიარობდა.

გადაცემის წამყვანმა "ბიბისი"-სთან საუბარში განმარტა, მას ტკივილი დადგენილზე ორი კვირით ადრე დაეწყო და საკეისრო კვეთა დასჭირდა. საკეისრო კვეთის მიმდინარეობას წამყვანი პირდაპირ ეთერში აღწერდა.

"გასაოცარი შეგრძნება იყო, როდესაც ჩემი ცხოვრების ყველა ამაღელვებელი დღის ჩემი რადიომსმენელებისთვის გაზიარების შეაძლებლობა მომეცა", - განაცხადა კესედი პროქტორმა.

წამყვანმა განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში ბავშვის გაჩენა ერთგვარი გაგრძელება იყო იმისა, რასაც ის ყოველდღე აკეთებდა თავის გადაცემაში - უზიარებდა მსმენელს გამოცდილებასა და მისი ცხოვრების ყველა ასპექტს.

ბავშვს ჯეიმსონი დაარქვეს, ეს სახელიც სწორედ რადიომსმენელების დახმარებით, კერძოდ, გასულ თვეს მსმენელებს შორის გამართული კონკურსის გზით შეირჩა.

კესედი პროქტორმა პირდაპირ ეთერში გაჩენილ შვილთან განმარტოვებისა და ახალ ამპლუასთან შესაგუებლად დეკრეტული შვებულება უკვე აიღო.

myquiz