ნიგერიელმა სამხედროებმა 80-მდე სკოლის მოსწავლე გადაარჩინეს | Allnews.Ge

ნიგერიელმა სამხედროებმა 80-მდე სკოლის მოსწავლე გადაარჩინეს

ნიგერიელმა სამხედროებმა 80-მდე სკოლის მოსწავლე გოგონა გადაარჩინეს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ერთ-ერთ სოფელზე რადიკალური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.

მისივე ინფორმაციით, გოგონების ადგილსამყოფელი სამხედროებმა დაადგინეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი საჯარო მოხელის ინფორმაციით, გადარჩენილი გოგონების ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, სააგენტო "როიტერსი" წერს, რომ ნიგერიელმა სამხედროებმა 76 გოგონა გადაარჩინეს და ორი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.

ნიგერიის შტატ იობეში, ერთ-ერთ სოფლის სკოლაზე "ბოკო ჰარამის" წევრთა თავდასხმის შედეგად 11 წლამდე ასაკის, სულ მცირე, 111 გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

myquiz