უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგას იდიოტი უწოდა | Allnews.Ge

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგას იდიოტი უწოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ლუქსემბურგელ კოლეგას, მიგრაციის საკითხის ირგვლის შექმნილი უთანხმოების გამო, იდიოტი უწოდა. პიტერ სიიარტომ უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს ევროპის მიგრანტებით წალეკვა სურს.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიქტორ ორბანის მთავრობა გააკრიტიკა და მას დიქტატორი უწოდა. აღნიშნული კრიტიკა უნგრეთის მიერ მიღებულ კანონს მოჰყვა, რომელიც შეზღუდვებს აწესებს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ჟან ასელბორნმა ყველა შესაძლო ზღვარი გადალახა თავისი ბოლო განცხადებით". "ჟან ასელბორნი იდიოტია, მაგრამ უნგრელები იდიოტები არ არიან. უნგრელებს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის შეშლილი იდეები არ სჭირდებათ, რათა იცოდნენ თუ რა არის მათთვის კარგი. ორბანის მთავრობა უნგრეთის უსაფრთხოებას იცავს, ხოლო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯორჯ სოროსთან ერთად უნგრეთის მიგრანტებით წალეკვა სურს", - დასძინა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

myquiz