ცემა, სექსუალური ძალადობა და ანტისანიტარია - რას ყვებიან ქალები ჩრდილოეთ კორეის ჯარში სამსახურზე | Allnews.Ge

ცემა, სექსუალური ძალადობა და ანტისანიტარია - რას ყვებიან ქალები ჩრდილოეთ კორეის ჯარში სამსახურზე

ჩრდილოეთ კორეის ჯარში სამსახური ქალებისთვის იმდენად მძიმეა, რომ ბევრ მათგანს მენსტრუალური ციკლიც კი უწყდება, ცემა და ძალადობა კი სამხედრო სამსახურის ჩვეულებადქცეული ნაწილია - ყვება ჩრდილოეთ კორეის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ქალი, რომელმაც სამხრეთ კორეაში გაქცევა მოახერხა.

ლი სო იონს თითქმის 10 წლის განმავლობაში ორიარუსიანი საწოლის პირველ სართულზე ოთახში მყოფ 2 ათეულ სხვა ქალთან ერთად ეძინა. ყველა მათგანს პირადი ტუმბო ფორმის შესანახად ჰქონდა გამოყოფილი, ტუმბოს თავზე კი ორი ფოტოს განსათავსებელი ჩარჩო ედგათ, ერთ მათგანში კიმ ირ სენის, მეორეში კი მისი მემკვიდრის, კიმ ჩენ ირის, ფოტო ჰქონდათ მოთავსებული.

ლი სონ იონმა სამხედრო სამსახური 10 წლის წინ დაასრულა, თუმცა ბარაკებში არსებულ მძიმე სუნს დღემდე ვერ ივიწყებს.

"ლეიბები, რომლებზეც გვეძინა, ბრინჯის ნაფცქვენებისგან იყო შეკერილი, ამიტომ სუნი მასში კარგად რჩებოდა. მძიმე სუნის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი სააბაზანოებში არსებული რთული მდგომარეობა იყო. ყველაზე საშინელი ჩვენთვის, ქალებისთვის, შხაპის ნორმალურად მიღების პირობების არარსებობა იყო, იმიტომ რომ სააბაზანოში ცხელი წყალი ფაქტობრივად არ არსებობდა. სამხედრო ბანაკის ხელმძღვანელებს ნაკადულიდან მილის საშუალებით შემოჰყავდათ წყალი, ამ გზით ჩვენთან გველები და ბაყაყებიც ხშირად ხვდებოდნენ"- იხსენებს 41 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

უნივერსიტეტის პედაგოგის ქალიშვილი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში იზრდებოდა. მისი ოჯახის მამრობითი სქესის წევრების უმეტესობა ჯარში მსახურობდა. როდესაც 1990 წელს ქვეყანაში შიმშილი დაიწყო სო იონი ჯარში მოხალისედ წავიდა, ამ ნაბიჯის გადადგმისას მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ყოველდღე ვახშმის მირთმევის შესაძლებლობა ექნებოდა.

ასევე მოიქცა ათასობით სხვა ახალგაზრდა ქალი.

17 წლის ლი სო იონს თავდაპირველად ჯარის ცხოვრება მოეწონა კიდეც: მას პატრიოტიზმისა და კოლექტიური მოქმედების გრძნობაც ეხმარებოდა. მასზე შთაბეჭდილება მისთვის გადაცემულმა ელექტრო თმის საშრობმაც მოახდინა, თუმცა იხსენებს, რომ იმ დროს ელექტროენერგია თითქმის არასდროს არ იყო, ამიტომ მოწყობილობა უფუნქციოდ რჩებოდა.

განრიგი ჯარში კაცებსა და ქალებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. სხვაობა ის იყო, რომ ქალებს ფიზიკურ დატვირთვას უმნიშვნელოდ უმცირებდნენ. თუმცა ამასთანავე ავალდებულედნენ, რომ ყოველდღიურად დაელაგებინათ და საჭმლის მომზადებაში მონაწილეობა მიეღოთ- ამ საქმიანობისგან კაცები თავისუფლდებოდნენ.

დამღლელი ვარჯიშები და კვების რაციონის პერმანენტული კლება სო იონის ჯანმრთელობაზე მალე აისახა.

"6-თვიანი ან 1-წლიანი სამხედრო სამსახურის მერე მენსტრუალური ციკლი გამუდმებული სტრესისა და შიმშილისგან უწყდებოდა თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ახარებდა ეს ფაქტი, რადგან ვითარება იმდენად რთული იყო, რომ კიდევ მენსტრუალური ციკლის ატანა შეუძლებელი ხდებოდა"- იხსენებს სო იონი.

მიუხედავად იმისა, რომ ლი სო იონი ჯარში ნებაყოფლობით წავიდა უკვე 2015 წელს ქვეყანაში ამოქმედდა კანონი, რომელის მიხედცითაც, 18 წელს მიღწეულ ყველა ქალს 7-წლიანი სამხედრო სამსახური უნდა გაევლო.

რითი იკვებებიან ჩრდილოეთ კორეაში - გაეცანით ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიას

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე

რა გვეკრძალება ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს - ჟურნალისტების რეკომენდაციები

ექსპერტები ჩრდილოეთ კორეის საკითხებში საუბრობენ, რომ ქალები ჯარში, ხშირ შემთხვევაში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. თავად სო იონი ამბობს, რომ თითქმის 10 წლიანი სამსახურის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა, თუმცა იცის, რომ ბევრმა თანამოსამსახურემ სექსუალური ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა.

"სამხედრო ნაწილის მეთაური სამუშაო საათების შემდეგ კაბინეტში რჩებოდა და თავის დაქვემდებარებულებზე ძალას ხმარობდა და ეს ხდებოდა კიდევ და კიდევ, ამას ბოლო არ ჰქონდა"- იხსენებს სო იონი.

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემას სერიოზულად უყურებენ და ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც მსგავს ქმედებაში იქნება ბრალდებული საპატიმროში 7-წლიან სასჯელს მოიხდის, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ საჩივრის შეტანისა და ჩვენების მიცემის გამბედაობა არავის ჰყოფნის, ამიტომ მამაკაები ხშირად დაუსჯელები რჩებიან.

ლი სო იონმა სერჟანტის პოზიციაზე 28 წლამდე იმსახურა, შემდეგ კი სამხედრო სამსახური მიატოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად ფინანსურად მზად არ იყო. სწორედ ამიტომ, 2008 წელს ჩრდილოეთ კორეის დატოვებისა და სამხრეთ კორეაში გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა: ის ჩინეთის საზღვართან დაიჭირეს და ერთი წლით კოლონიაში გაგზავნეს. გათავისუფლებიდან მცირე პერიოდში მეორე მცდელობას წარმატება მოჰყვა, მდინარე ტუმანგანის გადაცურვის შემდეგ, ჩინეთში მოხვდა, იქ შუამავალს შეხვდა და სამხრეთ კორეაში გადასვლა მოახერხა.

myquiz